"ლოკომოტივთან" დაპირისპირებაში "გაგრამ" გაიმარჯვა

AutoSharing Option
პირველი ლიგის ორი ამბიციური კლუბი, "გაგრა" და თბილისის "ლოკომოტივი", სეზონისთვის ემზადება და ერთმანეთს საგურამოს ბაზაზე ამხანაგურად შეხვდა.

"გაგრამ" 2:0 მოიგო. პირველი გოლი მატჩის მე-3 წუთზე გავიდა: კლუბის ვებგვერდის ცნობით, გოლი ივანიშვილის ფლანგური გარღვევისა და საჯარიმოში ჩაწოდების შედეგად გავიდა - "ლოკომოტივის" მეკარე და მცველი ერთმანეთს შეეჯახნენ და ბურთი კარში შეგორდა.

ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, მაგრამ მეკარეები ჩინებულად თამაშობდნენ.

მატჩის მეორე ნახევრის 78-ე წუთზე კი "გაგრას" მოთამაშე სიჭინავამ მეორე გოლიც გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული