"დინამო თბილისი" ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელს გასინჯავს

AutoSharing Option
16 ივლისს "დინამო თბილისმა" სლოვენიური შეკრება დაიწყო და ორჯერადი ვარჯიშიც ჰქონდა. გუნდთანაა უფროსი დუშან უჰრინიც.

"დინამო" სლოვენიაში 24 ფეხბურთელით გაემგზავრა, თუმცა იქ კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 29 წლის ესტონელი თავდამსხმელი ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი.

ვოსკობოინიკოვი ესტონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. "დინამომდე" რუსულ "ხიმკიში" იყო, უთამაშია მოსკოვის "ტორპედოში", ვლადივოსტოკის "ლუჩ -ენერგიაში", ბაქოს "ნეფთჩიში"... მოკლედ, საკმაოდ გამოცდილი ფორვარდია. ნაკრებში 31 კეპი მოუხვეჭია და 4 გოლი გაუტანია.

"დინამო" ამ შეკრებაზე ხუთ საკონტროლო მატჩს გამართავს: 18 ივლისს სერბულ "ბორჩასთან", 20 ივლისს პოლონურ "იაგელონიასთან", 23 ივლისს ავსტრიულ
გრაცში თურქულ "ფენერბახჩესთან", 26 ივლისს ბულგარულ "ბეროე სტარა ზაგორასთან" და 28 ივლისს პოლონურ "გურნიკთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"კეპი" რაღა ჯანდაბაა? შესატყვისი ქართული სიტყვა ვერ მონახეთ? LOL
Burton
15:22 17-07-2012
0

სიახლეები პოპულარული