საქართველოს ასაკობრივი ლიგები - წიწილებს ზაფხულშიც ითვლიან

AutoSharing Option
საქართველოში ასაკობრივი ტურნირები დასრულდა, ჩემპიონები ცნობილია და "წიწილებიც" დაითვალა. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ტურნირების შედეგებს.

აქვე ვიტყვით, ანგარიშებსა და ცხრილებს ყველაზე მოწესრიგებულად თბილისის ფეხბურთის ფედერაცია გვთავაზობს, სხვა ტურნირებზე კი მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

* * *
ელიტ ლიგაში გამარჯვებული ასაკობრივი გუნდები თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" სტადიონ "ბენდელაზე" (სამედიცინო უნივერსიტეტი) დააჯილდოვა.

1995 წ
1 ადგილი - თ.ს აკადემია 95 - თენგიზ სულაქველიძე
2 ადგილი - ოლიმპიკი - ვლადიმერ ახობაძე
3 ადგილი
- მერანი - ვაჟა ხუბეჯიშვილი

1997 წ
1 ადგილი - საბურთალო 1 - გიორგი ჭელიძე
2 ადგილი - საბურთალო 2 - ნოდარ ჭელიძე
3 ადგილი - ლოკომოტივი - ლაშა გაფრინდაშვილი

1998 წ
1 ადგილი - საბურთალო 1 - ვლადიმერ მუსერიძე
2 ადგილი - მერანი თბ - თამაზ იაშვილი
3 ადგილი - დინამოს აკადემია - ლევან გვანცელაძე

1999 წ
1 ადგილი - ტორპედო ქ - ანზორ ზუკაკიშვილი
2 ადგილი - თ.ს აკადემია - ავთო ნებიერიძე
3 ადგილი - მერანი 1 - გიორგი ხუბეჯიშვილი

2000 წ
1 ადგილი - საბურთალო თბ - თემურ ფოცხვერია
2 ადგილი - დინამოს აკადემია - ლადო კაკაშვილი
3 ადგილი - თ.ს აკადემია - ვახტანგ კოპალეიშვილი

2001 წ
1 ადგილი - საბურთალო - ლევან ჩხაიძე
2 ადგილი - საბურთალო 1 - მიშა მოსიაშვილი
3 ადგილი - ივერია ხაშური - ლევან ლომიძე

2002 წ
1 ადგილი - ნ დინამო - გოჩა ხიტირი
2 ადგილი - ბაქსვუდი თბ - მიშა მესხი
3 ადგილი - ტორპედო ქ - რეზო გვარაკიძე

2003 წ
1 ადგილი - მორკინალი - მამუკა ელოშვილი
2 ადგილი - ოლიმპი - მამუკა ფანცულაია
3 ადგილი - ავაზა 1 - მამუკა ჩუბინიძე

როგორც ხედავთ, საფეხბურთო სკოლა "საბურთალომ" 8 ასაკიდან 4-ში გაიმარჯვა. სკოლის დირექტორი კახა ამირიძე ამბობს, რომ ეს სწორი მიმართულების შედეგია:

"ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ დრო გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ ჩვენ მხოლოდ "იბერიაბიზნესჯგუფის" ფინანსები კი არ გვიმაგრებს ზურგს, არამედ "საბურთალო" სწორი მიმართულებითა და სწორი დაგეგმვით გამოირჩევა.

შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, აქცენტი გვაქვს გადატანილი არა იმდენად შედეგებზე, რამდენადაც ხარისხზე.

რომ იცოდეთ, ჩვენთან "ც" კატეგორიის მწვრთნელები მხოლოდ სტაჟიორებ
ად მუშაობენ. მწვრთნელთა 70 პროცენტს "ბ" კატეგორიის სერთიფიკატი აქვს, 4-ს კი - "ა" კატეგორიის. არალიცენზირებულის მუშაობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

მეგობრები და ახლობლები ყველას გვყავს, მაგრამ საქმეს სათანადო განათლება და გამოცდილება სჭირდება - თუ საქმე არ იცის, ასეთს ვერ ავიყვანთ.

სწორი მუშაობა თავისთავად შედეგსაც განაპირობებს, ეს კი ძალიან დიდი სტიმულია, რომ გავაუმჯობესოთ მუშაობის ხარისხი, ინფრასტრუქტურა. შეუძლებელია, შრომა არ დაფასდეს"
.

* * *
ყველაზე უფროსი ასაკის ტურნირში, U-18-ში (1994 წელს დაბადებულთა შორის), ჭაბუკთა ლიგაში ჩემპიონი გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი (ასისტენტები - გიორგი დეკანოსიძე, თემურ ჩარკვიანი) "დინამო" გახდა.

ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე უფროს ასაკში, პრესტიჟული U-17-ის გათამაშება (1995-წლიანები) "ნორჩი დინამოს" გამარჯვებით დასრულდა, რომლის მთავარი მწვრთნელი რევაზ ბარამიძე გახლავთ (ასისტენტები დემნა აბაიშვილი, მერაბ მდივნიშვილი, ვაჟა ჩიტაური, დავით ინაშვილი).

ამ სკოლის წარმატება იმიტომ არის დასაფასებელი, რომ ბოლო დროს ფინანსურად გაძლიერებული რამდენიმე სკოლისგან განსხვავებით, "ნორჩ დინამოს" დიდად არ ულხინს, მაგრამ სკოლის დირექტორი, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ირაკლი შენგელია ცდილობს, რომ "ნორჩი დინამოს" ძველი ტრადიციები და დონე შეინარჩუნოს.

რევაზ ბარამიძე, "ნორჩი დინამოს" მთავარი მწვრთნელი:
"ბუნებრივია, გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ საფეხბურთო სკოლის უმთავრესი დანიშნულება ნიჭიერი ბავშვების გაზრდაა.

ამ კუთხითაც შეგვიძლია თავაწეულები ვიყოთ. U-17-ში გამარჯვებული გუნდიდან უმრავლესობა უკვე უმაღლესი ლიგის კლუბებმა წაიყვანეს: რვა მოთამაშის გასინჯვა "ვიტ ჯორჯიამ" გადაწყვიტა, ორი ბავშვი თბილისის "დინამოში" მიიწვიეს, ერთიც - რუსთავის "მეტალურგში".

სკოლის ერთი გუნდიდან 11 ფეხბურთელით უმაღლესი ლიგის კლუბები რომ დაინტერესდებიან, მგონი, ეს სკოლის კარგ მუშაობაზე მეტყველებს".


დემნა აბაიშვილი, "ნორჩი დინამოს" მწვრთნელი:
"ტურნირი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, უმაღლესი კატეგორიის მსაჯებს გვინიშნავდნენ და კარგ სტადიონებზე ვთამაშობდით. ეს ყველაფერი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

თავის დროზე მე საბჭოთა ე.წ. პრიმასტერებში მითამაშია და კარგად ვიცი, მომავალი თაობების დაოსტატებისთვის ამ ასაკის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება რამდენად მნიშვნელოვანია. თამაშებს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ასაკობრივი ნაკრებებისა და უმაღლესი ლიგის კლუბების მწვრთნელები ესწრებოდნენ - 19-წლამდელების (კახა კაჭარავა), 17-წლამდელების (ვასილ მაისურაძე), "ვიტ ჯორჯიადან" ზურაბ ბერაძე, თბილისის "დინამოდან" გია ხიზანიშვილი, გიორგი დეკანოიძე...

როდესაც ასეთი დაინტერესებაა, ბავშვები ჩვეულებრივზე მეტი სტიმულით ვარჯიშობენ და თამაშობენ. გავა დრო და იმედია, ბავშვები, რომელთა გაზრდასაც წლები და დიდი შრომა შევალიეთ, დიდ სარბიელზეც გვასახელებენ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული