დავით სხირტლაძე: დანიურ მატჩში უპირატესობა "ორჰუსს" ექნება

AutoSharing Option
19 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის "დილა" დანიაში "ორჰუსს" შეხვდება.

მატჩამდე მასპინძელთა ქართველ თავდამსხმელს, დავით სხირტლაძეს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- დანიელებს გორის "დილას" მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ?
- 16 წელია, "ორჰუსს" ევროთასებზე არ უთამაშია და ყველა განსაკუთრებულ მოლოდინშია. მეტოქეს ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ვიცით, რომ "დილა" კარგი გუნდია.

- შენი აზრით, უპირატესობა ვის მხარეს არის?
- ძნელი სათქმელია, საერთო ჯამში ვინ მოიგებს. საკუთარი სტადიონისა და ფანების გამო დანიაში გარკვეული უპირატესობა ჩვენ გვაქვს.

მეორე მხრივ, კოზირი გორის
"დილასაც" აქვს, რადგან მისი მწვრთნელები დანიის ჩემპიონატის პირველ ტურში ჩვენი და "ოლბორგის" მატჩს დაესწრნენ და გუნდზე რეალური წარმოდგენა შეიქმნეს. ჩვენებს კი, რამდენადაც ვიცი, გორელთა ბოლო მატჩები არ უნახავთ და შეიძლება ითქვას, რომ "დილას" ნორმალურად არ ვიცნობთ.

- ქართველებთან თამაშის გამო ნერვიულობ?
- "დილაში" ნაკრებში ჩემი ყოფილი მწვრთნელი გია ცეცაძეა და ჩემი მეგობარი გიორგი ილურიძე თამაშობს, მაგრამ სანერვიულო არაფერია, საკლუბო დონეზე საკუთარი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგაც გიწევს თამაში.

- შენ და დევდარიანი ძირითადში ითამაშებთ?
- განაცხადში ვიქნები, შემდეგ ვნახოთ. დათოც, ალბათ, ჯერ სათადარიგოებში იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი აუცილებლად ათამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ორჰუსი VS დილა - გორელთა გუნდში იმედიანი განწყობაა
დავით დევდარიანი დანიური "ორჰუსის" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება
თემურ შალამბერიძე: "ორჰუსი" ვნახე. იმედია, შემდეგ ეტაპზე გორის "დილა" გავა
გულვერდ თომაშვილი: დანიურ "ორჰუსთან" მოგებისთვის ვიბრძოლებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული