19 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის "დილა" დანიაში "ორჰუსს" შეხვდება. გუნდი 17 ივლისს ჰამბურგიდან გაემგზავრა ქ. ორჰუსში, სადაც დაბინავდა სასტუმრო "სკანდიც პლაზაში".
ფეხბურთელებში კარგი განწყობაა, ყველა მწყობრშია და მოუთმენლად ელის მომავალი შეხვედრის დაწყებას.
გულშემატკივარს მატჩის ვიდეოტრანსლაციის ხილვა გორის "დილას" ოფიციალურ საიტზე მითითებული ლინკის საშუალებით შეეძლება, რომელიც თამაშის წინ გამოქვეყნდება.
ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი 19.07. ორჰუსი. NRG პარკი. 21:00
ორჰუსი(დანია)-დილა(საქართველო)* * * - გორელთა გუნდში იმედიანი განწყობაა" width="290" height="279" style="margin: 10px; float: left;" />მატჩის წინა დღეს დანიაში "დილას" მთავარ მწვრთნელ
თემურ შალამბერიძეს დავუკავშირდით და მატჩისწინა სამზადისზე ველაპარაკეთ.
- როგორი განწყობით ხვდები მატჩს?- მეც და მთელი გუნდიც კარგ განწყობაზე ვართ და თამაშს იმედიანად ველოდებით.
- მატჩისწინა ვარჯიშმა როგორ ჩაიარა?- მშვენივრად. "ორჰუსს" პატარა და ძალიან კარგი სტადიონი აქვს, სადაც დღეს საღამოს ვივარჯიშეთ და მოედანიც ძალიან მოგვეწონა. ეგაა, წვიმს და ცივა, მაგრამ ზაფხულში ასეთ ამინდში თამაში ურიგო არ იქნება.
- ყველა მოთამაშე ჯანმრთელად არის?- დიახ, ყველა მწყობრშია და ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ.
- სხირტლაძე ამბობს, რომ დანიელებს "დილას" თამაში არ უნახავთ და ეს გორელთა უპირატესობა არისო...- "ორჰუსის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ თქვენი თამაშები ვნახეთ და გუნდი მოგვეწონაო. ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ღირსეულად ვითამაშოთ და საქართველო არ შევარცხვინოთ.
თემურ შალამბერიძე: ორჰუსთან ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ: გულვერდ თომაშვილი: დანიურ "ორჰუსთან" მოგებისთვის ვიბრძოლებთდავით სხირტლაძე: დანიურ მატჩში უპირატესობა "ორჰუსს" ექნება