თბილისის "დინამოს" სერბულ "ბორჩასთან" ესპანელებმა მოაგებინეს

AutoSharing Option
სლოვენიურ შეკრებაზე დინამოელებმა პირველ საკონტროლო შეხვედრა სერბულ "ბორჩასთან" გამართეს და 1:0 გაიმარჯვეს.

სერბული კლუბი განსაკუთრებული მიღწევებით ვერ გამოირჩევა - სერბეთის რეგიონულ ლიგებში წლები გამოდიოდა, ელიტაში კი მხოლოდ 2008-09 წლების სეზონში აღზევდა.

თბილისელთა ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში "დინამოს" ლიდერმა, გიორგი მერებაშვილმა თქვა, რომ ნოვი სადის "ვოივოდინაში" ასპარეზობისას "ბორჩას" კარიც აუღია, გუნდი კი ახალგაზრდულია, რომელშიც აქცენტს პერსპექტიულ ფეხბურთელებზე აკეთებენ და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა.

თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დინამოელები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. მეორე ტაიმში "ბორჩას" ფეხბურთელებმა სულ რამდენიმეჯერ მოახერხეს ჩვენი გუნდის ნახევარზე გადმოსვლა.

ერთადერთი
გოლის ავტორი კი ესპანელი ლეგიონერი ალბერტ იაგუე გახდა - მან 79-ე წუთზე მიკელ ალვაროს გადაცემა დააგვირგვინა.

დინამოელთა თავკაცმა დუშან უჰრინმა ბელგრადელთა წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ყველა ფეხბურთელი გამოსცადა.

მომდევნო მატჩს თბილისელები 20 ივლისს პოლონურ "იაგელონიასთან" გამართავენ, სადაც გასულ სეზონში ნიკა ძალამიძე და მერაბ გიგაური თამაშობდნენ.

"დინამო": ლორია - ტვილდიანი (46. სეთურიძე), რეხვიაშვილი, კვარაცხელია (52. ხიზანეიშვილი), გლიშიჩი (70. თარხნიშვილი) - ძარია (46. კოტო), ხმალაძე (67. ალვარო), კაბელე (46. პაპავა), ჩისკო (46. თექთურმანიძე), მერებაშვილი (63. რობერტინიო), ვოსკობოინიკოვი (63. იაგუე)

შეხვედრაში მონაწილეობდა "დინამოში" სინჯებზე მყოფი 25 წლის ჩეხი შემტევი ნახევარმცველი ირჟი კაბელე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შვეიცარიულმა სააგენტომ თბილისის "დინამოს" იერსახე და ლოგო შეუცვალა
თბილისის "დინამოს" სლოვენიური შეკრების სავარაუდო მეტოქეები
დუშან უჰრინმა თბილისის "დინამოში" წმენდა დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული