რუსთავის "მეტალურგი" პლზენის "ვიქტორიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
19 ივლისს თბილისში ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც რუსთავის "მეტალურგმა" პლზენის "ვიქტორიას" უმასპინძლა.

კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები ძლიერ მეტოქესთან ვერას გახდნენ და 1:3 დამარცხდნენ.

რუსთაველებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყეს:
ბედიაშვილი, სუხიაშვილი, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, მაისურაძე, რაზმაძე, ქავთარაძე, გეწაძე, მიქაბერიძე, ტატანაშვილი.

შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რუსთაველთა კართან შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ გოლიც გაიტანეს. მე-14 წუთზე, ხორვატის დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, რუსთაველთა მეკარე უძლური აღმოჩნდა.

29-ე წუთზე ჩეხ მცველთა შეცდომით ისარგებლა დიმიტრი ტატანაშვილმა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასულმა
ანგარიში გაათანაბრა. თუმცა სამ წუთში კოლარმა თავური დარტყმით კვლავ პლზენის "ვიქტორია" დააწინაურა.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის 59-ე წუთზე ჩეხების კაპიტანმა ხორვატმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობაც ორ ბურთამდე გაზარდა.

შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. რუსთაველებს ორიოდე სახიფათო მომენტი კი ჰქონდათ, მაგრამ სტუმართა მცველები საიმედოდ მოქმედებდნენ და მეკარე ბოლეკიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

ერთ ეპიზოდში "მეტალურგის" ფეხბურთელები "ვიქტორიას" მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.

განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც "მეტალურგისთვის", ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობაღა ექნება, პლზენში 26 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეხლა ვინმემ რო თქვას, ქართული საჯარო სკოლები ოქსფორდისთვის მომზადებულ აბიტურიენტს იმიტო ვერ ზრდიან, რო მეშვიდე კლასში გეოგრაფია არ ისწავლება სწორედო, ეგრე გამოსდის ზოგიერთს.
საფეხბურთო სკოლაში ყოველწლიურად გასავლელია პროგრამა (ტექნიკა, ტაქტიკა, ფიზმომზადება...) და ვინც ვერ ითვისებს, ის შემდეგ კლასში ვერ გადადის. ამას ქვია სწავლა, რაც აქ ს ა ე რ თ ო დ არ ხდება.
dudu
12:46 20-07-2012
0
ნუცა, ე. წ. ინდივიდუალისტების ზღვაა ბავშვებში. სავსეა ნიჭიერი ბიჭებით საქართველო. უკრძალავენ/არ უკრძალავენ არ არის იმის მიზეზი, რო ფეხბურთელები არ გყავს. თამაში უნდა ასწავლონ. ვინ თქვა, რო ფიზიკა სლავებს ჩვენზე უკეთესი აქვთ ბუნებრივად? უბრალოდ, ემზადებიან უკეთესად. აქ ვინმე თუ ემზადება ბავშვობაში, ინდივიდუალურად, თორე სკოლა არ იძლევა არაფერს. სწორი და მუდმივი ფიზიკური დატვირთვა, აღდგენა და კვება თუ არ გაქ ბავშვობაში, მერე ამას აღარაფერი შველის. ვინმე აკეთებს? რეჟიმში აცხოვრებენ ბავშვებს? ვინ რას ჭამს და როდის იძინებს, მწვრთნელმა იცის?
აიჩემებენ რაღაცს, რო ხან უკან პასი გვღუპავს და ხან ინდივიდუალისტებს ბურთის ტარებას უკრძალავენ და ხან მოგებას არ ასწავლიან და ა. შ.
ჟორჟიკაშვილმა სწორი თქვა: ბავშვების ინდივიდუალური აღზრდა (ანუ, თითოეულის ფეხბურთელად აღზრდა) უნდა იყოს სკოლაში მიზანი, და არა _ რომელიმე ტურნირის მოგება.
dudu
12:34 20-07-2012
0

სიახლეები პოპულარული