რუსთავის "მეტალურგი" პლზენის "ვიქტორიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
19 ივლისს თბილისში ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც რუსთავის "მეტალურგმა" პლზენის "ვიქტორიას" უმასპინძლა.

კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები ძლიერ მეტოქესთან ვერას გახდნენ და 1:3 დამარცხდნენ.

რუსთაველებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყეს:
ბედიაშვილი, სუხიაშვილი, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, მაისურაძე, რაზმაძე, ქავთარაძე, გეწაძე, მიქაბერიძე, ტატანაშვილი.

შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რუსთაველთა კართან შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ გოლიც გაიტანეს. მე-14 წუთზე, ხორვატის დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, რუსთაველთა მეკარე უძლური აღმოჩნდა.

29-ე წუთზე ჩეხ მცველთა შეცდომით ისარგებლა დიმიტრი ტატანაშვილმა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასულმა
ანგარიში გაათანაბრა. თუმცა სამ წუთში კოლარმა თავური დარტყმით კვლავ პლზენის "ვიქტორია" დააწინაურა.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის 59-ე წუთზე ჩეხების კაპიტანმა ხორვატმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობაც ორ ბურთამდე გაზარდა.

შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. რუსთაველებს ორიოდე სახიფათო მომენტი კი ჰქონდათ, მაგრამ სტუმართა მცველები საიმედოდ მოქმედებდნენ და მეკარე ბოლეკიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

ერთ ეპიზოდში "მეტალურგის" ფეხბურთელები "ვიქტორიას" მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.

განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც "მეტალურგისთვის", ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობაღა ექნება, პლზენში 26 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგრად შეურაცყოფილები ვართ, მუდამ უსისხლო,დამფრთხალი თამაშებით,უკან პასებით,ბრინჯივით დაბნეულები,უგულო ქმედებებით,ძალიან სუსტი ფიზიკური მომზადებით... ვის რაში აინტერესებს ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი.?!.. ევროპაზე გავლენ და შეურაცყოფილები ვრჩებით მთელი ქართველობა!!!
--თუმცა ვთქვათ ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები...
ქართულ ფეხბურთში 1-ლ რიგში ფსიქოლოგიური პრობლემაა...როცა ბავშვიბიდან ასწავლიან,რომ ფეხბურთი უპირატესად პასია და ,,სიტუაციის განმუხტვა,,?!...შედეგებიც შესაბამისი გვაქვს...ამგვარმა მიდგომამ ქართული ფეხბურთი დაასამარა!!!ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქედან მოდის,საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და საკუთარ თავზე თამაშის აღებაც არ ძალუძთ,ნაკრების ხალხიც კი 5 მეტრში ვერ იგდებენ და ატარებენ ბურთს სწორად,ფიზიკურადაც ძალიან სუსტები ...სანამ ბავშვობიდანვე არ გაუძლიერებენ ინდივიდუალიზმს,მუდამ თავზე აიღონ თამაში,მუდამ აგრესიული,შემტევი და ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის ,,სულთამხუთავ,,,თამაშს არ შეაჩვევენ,რომ ვერ გუობდნენ ბურთს მოწინააღმდეგის ფეხებში,მანამ ასე დასამარებული იქნება ქართული ფეხბურთი!!!---.. საერთოდ უნდა აუკრძალონ კიდეც ფეხბურთელებს ბ ა ვ შ ვ ო ბ ა შ ი უკან პასი!!!....ასეთი მიდგომა ფიზიკურადაც ძლიერ გააძლიერებს მოზარდს და რწმენაც საკუთარ ძალებში ბავშვობიდავე ექნებათ მტკიცე...სხვა შემთხვევაში ქართული ფეხბურთი ვერ გაიღვიძებს!!!...გავიგოთ ,ფეხბურთი ქართველისათვის არ არის და არასოდეს იქნება ,,სიტუაციის განმუხტვა,,(უპირატესი პასებით),საჯიროა შემტევი,აგრესიული,(პრესინგებით)ინდივიდუალური და ამავე დროს ტექნიკურ თამაშს შევაჩვიოთ თავიდანვე, და ბოლომდე მუდამ მოგებისთვის ბრძოლა,განწყობით,რომ დაამარცხებენ ნებისმირ ნაკრებს და გუნდს... !!! --თუ ასე არ მოხდა...ფეხბურთს გულშემატკივარი საერთოდ არ დარჩება!!!
glaxuna
02:12 20-07-2012
0
კვარაცხელია და თექთუმანიძე აშკარად დააკლდა გუნდს
gigi
09:30 20-07-2012
0

სიახლეები პოპულარული