ქალაქ ორჰუსში, NRG პარკზე გამართულ მატჩში მასპინძლები მე-3 წუთზევე დაწინაურდნენ. კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გორელთა კარი ვიდშერმა დალაშქრა.
საქართველოს თასის მფლობელები მატჩის დებიუტშივე გაშვებულმა გოლმა არ გატეხა. ანგარიშის გათანაბრება მათე ვაწაძემ 34-ე წუთზე შეძლო.
შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, მეორე ტაიმში კი გორელთა მეტოქემ მოედანზე ქართველ ლეგიონერებს, დავით დევდარიანსა და დავით სხირტლაძეს უხმო.
სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა, თუმცა გამარჯვების