გორის "დილამ" დანიაში "ორჰუსი" დაამარცხა

AutoSharing Option
19 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, რომელშიც გორის "დილა" დანიურ "ორჰუსს" სტუმრად დაუპირისპირდა, გამარჯვება თემურ შალამბერიძის შეგირდებს დარჩათ.

ქალაქ ორჰუსში, NRG პარკზე გამართულ მატჩში მასპინძლები მე-3 წუთზევე დაწინაურდნენ. კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გორელთა კარი ვიდშერმა დალაშქრა.

საქართველოს თასის მფლობელები მატჩის დებიუტშივე გაშვებულმა გოლმა არ გატეხა. ანგარიშის გათანაბრება მათე ვაწაძემ 34-ე წუთზე შეძლო.

შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, მეორე ტაიმში კი გორელთა მეტოქემ მოედანზე ქართველ ლეგიონერებს, დავით დევდარიანსა და დავით სხირტლაძეს უხმო.

სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა, თუმცა გამარჯვების
გოლის გატანა კახა ალადაშვილმა 84-ე წუთზე შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოკაია სად ხარ სად )))))))) გ ა მ ო ი ჰ ე
gori
01:02 20-07-2012
0
კოკაიასთან რა გინდა??? მიუხედავად ყველაფრისა ზესტაფონელ გულშემატკივარს უნდა რომ ყველა ქართული გუნდი და მათ შორის დილაც, წარმატებით გამოვიდეს ევროთასებზე.... ჩემპიონატის დაწყების მერე ასე ტკბილ პასუხებს აღარ გაგცემთ
ZESTa
08:53 20-07-2012
0

სიახლეები პოპულარული