ბოლნისის "სიონმა" და "გაგრამ" მუხრანში უხვგოლიანი სპარინგი გამართეს

AutoSharing Option
"გაგრამ" მუხრანში მდებარე საკუთარ ბაზაზე ბოლნისის "სიონს" ამხანაგურად უმასპინძლა და 2:5 დამარცხდა.

მასპინძლებმა სტუმრებს მხოლოდ საწყისი 60 წუთის განმავლობაში გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ქვემოქართლელთა უპირატესობა აშკარა გახდა და შედეგშიც აისახა.

"სიონი" შეკრებაზე ურეკში მიემგზავრება, სადაც 4-5 ტესტ-მატჩს გამართავს.

რაც შეეხება ბოლნისელთა ახალწვეულებს, კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ, მაგრამ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "სიონის" ღირსებას დაიცავენ რეზო ჯიქია, გელა ხუბუა, სერგი ორბელაძე და გიორგი მანწკავა.

აქედან "სიონში" არასდროს უთამაშია მანწკავას, დანარჩენები კი ქვემოქართლურ კლუბში არცთუ ხანგრძლივი განშორების შემდეგ ბრუნდებიან.

საკონტროლო მატჩი.
მუხრანი. გაგრას ბაზა
გაგრა-სიონი 2:5
გოლები: 0:1 ხუბუა (20), 1:1 ჭკუასელი (50), 2:1 ნადირაძე (55. პენ.), 2:2 უგულავა (60), 2:3 უგულავა (62), 2:4 ქუცურუა (70), 2:5 გაბრიჭიძე (73)

გაგრა: ბეგაშვილი, ნადირაძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია, ხოჯაშვილი, ტეიდი, ზვიადაძე, ჭკუასელი, ყიფიანი, ივანიშვილი, ვოლკოვი.
შეცვლაზე შევიდნენ: ჯიშკარიანი, ერისთავი, როსტიაშვილი, სიჭინავა, მეტრეველი.

სიონი: ბობღიაშვილი, ორბელაძე, სვანიძე, ქემოკლიძე, ხუბუა, ჯოჯუა, ჭედია, მანწკავა, ფეიქრიშვილი, რეხვიაშვილი, რ. ჯიქია.
შეცვლაზე შევიდნენ: კიკაბიძე, ლობჟანიძე, უგულავა, ქუცურუა, ისიანი, გაბრიჭიძე, გ. ოქროპირიძე, ნემსაძე.

არბიტრი: ო. ხეცაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული