"ვიტ ჯორჯია" თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება

AutoSharing Option
21 ივლისს "ვიტ ჯორჯია" თურქეთის ქალაქ ბოლუში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გამართავს და თურქეთის პირველი ლიგის კლუბებთან ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

შეკრებაზე წამსვლელ ფეხბურთელთა სია ცნობილი წინა დღეს გახდება. მანამდე კი ვეტერინარებმა მორიგი საკონტროლო მატჩი გამართეს და საკუთარ "მცხეთა პარკზე" პირველი ლიგის ბინადარ სტუ-ს 4:1 სძლიეს.

გოლები: 1:0 გურეშიძე (12), 2:0 ჩიმაკაძე (40), 3:0 ჯანელიძე (45), 4:0 ზაქრაძე (60), 4:1 კოღუა (84)

"ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში: დაუშვილი - ხურცილავა, გოგიაშვილი, კასრაძე, ღანიაშვილი - გეთიაშვილი - გურეშიძე, ვასაძე, ჯანელიძე - კორიფაძე,
ჩიმაკაძე.

მეორე ტაიმში: სვანაძე - კალანდია, ტეტუნაშვილი, გეთიაშვილი, ჯავაშვილი - მურადაშვილი, დავლაშელიძე, ღიბრაძე, ზაქრაძე - ლობჯანიძე (72. ჯაყელი), კუხალეიშვილი (76. ჯოლოხავა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯია" ბოლნისელებთან უხვგოლიან ფრეს დასჯერდა
"ვიტ ჯორჯიამ" მეოთხე საკონტროლო მატჩი "ზოოვეტთან" გამართა
"ვიტ ჯორჯიამ" და ბოლნისის "სიონმა" საკონტროლო მატჩი გამართეს
გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული