მადრიდის "ატლეტიკო" თბილისისკენ მოემართება

AutoSharing Option
ევროპის ლიგის გამარჯვებულის, მადრიდის "ატლეტიკოს" თბილისში ჩამოსვლაზე მოლაპარაკებები ძალაშია ,- ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აცხადებს.

მადრიდის "ატლეტიკომ" თბილისში საქართველოს ნაკრებთან საქველმოქმედო მატჩი გამართოს. გუნდის ჩამოსვლის შემთხვევაში, "ატლეტიკოს" შემადეგნლობაში ითამაშებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ურუგვაელი დიეგო ფორლანიც.

"ეს შეთანხმება ჯერ კიდევ ძალაშია. მგონია, რომ "ატლეტიკოს" აუცილებლად ჩამოვიყვანთ და საქველმოქმედო აქციაში დაგვეხმარებიან",-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის ინტერვიუს გაზეთ "ლელოს" ხვალინდელ ნომერში წაიკითხავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული