ზესტაფონი
დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც "ზესტაფონმა" ბაქოში განცდილი მარცხით საქმე ძალიან გაირთულა. ამის მიუხედავად, საქართველოს
ჩემპიონს ამ ბარიერის დაძლევის გარკვეული შანსი მაინც დარჩა და თუ ეს შეძლო, საქმეს სლოვაკურ "ჟილინასა" და ებრაულ "ჰაპოელს" შორის გამარჯვებულთან დაიჭერს.
პირველი მატჩი შინ "ჟილინამ" 1:0 მოიგო. "ზესტაფონს" რომ "ნეფთჩი" ორი მატჩის ჯამში დამარცხებული ჰყავდეს, ვიტყოდით, რომ წილისყრა ჩვენთვის ურიგო არ ყოფილა...
ახლა
მეტალურგი
ფორმალობის გამო აღვნიშნოთ, რომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "მეტალურგის" პოტენციური მეტოქეები პოლონური "რუხი" და მაკედონიური "მეტალურგი" არიან.
დილა
გადავიდეთ გორის "დილაზე", რომელმაც დანიაში გამარჯვებით მომდევნო ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
საქართველოს თასის მფლობელი კვიპროსული "ანორთოსისი" იქნება და იმის მიუხედავად, რომ ეს კლუბი სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, გვაქვს იმის საფუძვლიანი იმედი, რომ "ორჰუსის" ძლევის შემთხვევაში "დილა" ფამაგუსტელთა დასამარცხებლადაც ბოლომდე იბრძოლებს.
რაკი "დილა" ამ ეტაპზე განუთესავი იყო, სუსტი მეტოქე ვერაფრით შეხვდებოდა, "ანორთოსისზე" სახელოვანი კლუბები კი განთესილთა მარაქაში მრავლად იყვნენ - სხვები რომ აღარ ვახსენოთ, "ინტერისა" და "ლივერპულის" დასახელებაც კმარა.
მოკლედ, გორელებს ფორტუნამ იმის საშუალება მისცა, რომ იმედიანად არა მხოლოდ ამჟამინდელ, არამედ მომავალ მეტოქესთან დაპირისპირების წინაც იყვნენ განწყობილნი.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ანორთოსისს" მესამე რაუნდის საგზური ჯერ არ დაუბევებია, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტუმრად ესტონურ "ლევადიას" 3:1 სძლია, თამამად შეგვიძლია, დანიური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, "დილას" მომავალ მეტოქედ სწორედ იგი დავასახელოთ.
* * *
მოკლედ, ასეთია ქართული კლუბების საევროთასო ხვედრი და იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გასული კლუბების რიცხვი ერთით არ შემოიფარგლება.
აქვე წილისყრის შედეგებს სრულად გთავაზობთ და ერთ საინტერესო ამბავსაც გავუსვამთ ხაზს - თუ ეს ეტაპი გადალახეს, ვიტესელ ქართველებს სამუელ ეტოოს "ანჟისთან" მოუწევთ დაპირისპირება. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ რაუნდში დაღესტნური კლუბიც გავა.
ჩემპიონთა ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. 31 ივლისი/1 აგვისტო და 7/8 აგვისტო
ჩემპიონთა ჯგუფი
მარიბორი (სლოვენია)/ჟელეზნიჩარი (ბოსნია)-დუდელანჟი (ლუქსემბურგი)/ზალცბურგი (ავსტრია)
ბატე (ბელარუსი)/ვარდარი (მაკედონია)-შკენდერბეუ (ალბანეთი)/დებრეცენი (უნგრეთი)
კლუჟი (რუმინეთი)-ლიბერეცი (ჩეხეთი)/შახტიორი (ყაზახეთი)
ანდერლეხტი (ბელგია)-შემროკ როვერსი (ირლანდია)/ეკრანასი (ლიტვა)
ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)/ვროცლავი (პოლონეთი)-ტნს (უელსი)/ჰელსინბორგი (შვედეთი)
ულისი (სომხეთი)/შერიფი (მოლდოვა)-ლუდოგორეცი (ბულგარეთი)/დინამო (ხორვატია)
სელტიკი (შოტლანდია)-ჰიკ (ფინეთი)/რეიკიავიკი (ისლანდია)
მიოლდე (ნორვეგია)/ვენტსპილსი (ლატვია)-ფლორა (ესტონეთი)/ბაზელი (შვეიცარია)
ჟილინა (სლოვაკეთი)/ჰაპოელ კირიათ შმონა (ისრაელი)-ნეფთჩი (აზერბაიჯანი)/ზესტაფონი (საქართველო)
აელ (კვიპროსი)/ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)-ვალეტა (მალტა)/პარტიზანი (სერბეთი)
არაჩემპიონთა ჯგუფი
ფენერბახჩე (თურქეთი)-ვასლუი (რუმინეთი)
მოზერველი (შოტლანდია)-პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
კოპენჰაგენი (დანია)-ბრიუგე (ბელგია)
დინამო (უკრაინა)-ფეიენოორდი (ჰოლანდია)
ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. 2 და 9 აგვისტო
ბილბაო (ესპანეთი)-სლავენი (ხორვატია)/პორტდაუნი (ჩრდ. ირლანდია)
ანჟი (რუსეთი)/ჰონვედი (უნგრეთი)-ლოკომოტივი (ბულგარეთი)/ვიტესი (ჰოლანდია)
ინტერი (აზერბაიჯანი)/ასტერასი (საბერძნეთი)-მარიტიმუ (პორტუგალია)
რაპიდი (რუმინეთი)/მიუპა (ფინეთი)-ჰერენვენი (ჰოლანდია)
რუხი (პოლონეთი)/მეტალურგი (მაკედონია)-მეტალურგი (საქართველო)/პლზენი (ჩეხეთი)
ჰორსენსი (დანია)-დაჩია (მოლდოვა)/ელფსბორგი (შვედეთი)
აპოელ (კვიპროსი)/სენიცა (სლოვაკეთი)-ტირანა (ალბანეთი)/ოლესუნდი (ნორვეგია)
ინტერი (იტალია)-ჰაიდუკი (ხორვატია)/სკონტო (ლიტვა)
ვოივოდინა (სერბეთი)/სუდუვა (ლიტვა)-რაპიდი (ავსტრია)
გენკი (ბელგია)-მილსამი (მოლდოვა)/აქტობე (ყაზახეთი)
ოლიმპია (სლოვენია)/ტრომსო (ნორვეგია)-მეტალურგი დ. (უკრაინა)/ჩელიკი (ბოსნია)
ტვენტე (ჰოლანდია)/ინტერი (ფინეთი)-მლადა ბოლესლავი (ჩეხეთი)/ტორი (ისლანდია)
ბნეი იეჰუდა (ისრაელი)/შირაქი (სომხეთი)-პაოკ (საბერძნეთი)
ორჰუსი (დანია)/დილა (საქართველო)-ლევადია (ესტონეთი)/ანორთოსისი (კვიპროსი)
სლოვანი (სლოვაკეთი)/ვიდეოტონი (უნგრეთი)-დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)/გენტი (ბელგია)
აიკ (შვედეთი)/ჰაფნარფიორდური (ისლანდია)-ხაზარი (აზერბაიჯანი)/ლეხი (პოლონეთი)
ესქიშეჰირისფორი (თურქეთი)/სენტ ჯონსტონი (შოტლანდია)-მარსელი (საფრანგეთი)
ნაფტანი (ბულგარეთი)/ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)-ომონია (კვიპროსი)
ლევსკი (ბულგარეთი)/სარაევო (ბოსნია)-იუვასკილა (ფინეთი)/ზეტა (ჩერნოგორია)
ჟალგირისი (ლიტვა)/ადმირა ვაკერი (ავსტრია)-სპარტა (ჩეხეთი)
ოსიეკი (ხორვატია)/კალმარი (შვედეთი)-იანგ ბოიზი (შვეიცარია)/ზიმბრუ (მოლდოვა)
დანდი იუნაიტედი (შოტლანდია)-დინამო (რუსეთი)
არსენალი (უკრაინა)-მურა (სლოვენია)/ცსკა (ბულგარეთი)
ბურსასფორი (თურქეთი)-მაქაბი ნეთანია (ისრაელი)/კუიპიო (ფინეთი)
სტიაუა (რუმინეთი)-სპარტაკი (სლოვაკეთი)/სლიგო როვერსი (ირლანდია)
რენოვა (მაკედონია)/გომელი (ბელარუსი)-ლივერპული (ინგლისი)
შახტიორი (ბელარუსი)/რიდი (ავსტრია)-მეტალურგსი (ლიტვა)/ლეგია (პოლონეთი)
შიროკი ბრიეგი (ბოსნია)/სენტ პატრიქსი (ირლანდია)-ჰანოვერი (გერმანია)
სერვეტი (შვეიცარია)/განძასარი (სომხეთი)-რუსენბორგი (ნორვეგია)/ორდაბასი (ყაზახეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]
მეტალურგი-პლზენი 1:3 - ძლიერმა სუსტს აჯობა [+VIDEO]