გიორგი ქინქლაძე პრემიერლიგის ლეგენდარულ ფეხბურთელებს შორის დაასახელეს

AutoSharing Option
ინტერნეტსაიტმა givemefootball-მა პრემიერლიგის ტოპ-კლუბების ლეგენდარული ფეხბურთელები გამოარჩია და მათ შორის გიორგი ქინქლაძეც მოხვდა.

ინტერნეტსაიტმა აღნიშნა, რომ ამ სიაში არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ სამაგალითო საქციელითა და ფანებისა და კლუბის მიმართ ერთგულებით განსაკუთრებით გამორჩეული ფეხბურთლები მოხვდნენ.

ალბათ ეს არის მიზეზი, რომ "მანჩესტერ სიტიდან" ამ სიაში მხოლოდ ყოფილი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 1996 წელს, როდესაც "სიტი" პრემიერლიგიდან გავარდა, ქინქლაძემ გუნდს უერთგულა და ქვედა ლიგაში გადაჰყვა.

"ის საოცრებებს აკეთებდა და "მეინ როუდის" საყვარელი ფეხბურთელი გახლდათ. მან 3 სეზონი გაატარა "სიტიში" და კლუბში
დიდი სახელი დატოვა", - წერს ხსენებული საიტი.

ქინქლაძის გარდა, სიაში არიან: ტონი ადამსი, დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი, რაიან გიგზი, კრიშტიანო რონალდო, როი კინი, ლედლი კინგი, იურგენ კლინსმანი, სტივ ჯერარდი, რობი ფაულერი, ჯანფრანკო ძოლა, ჯონ ტერი...
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნიჭის გაფლანგვაზე სასჯელი,რომ იყოს ქინქის "პაჟიზნენი"არ აცდებოდა
qarTveli
22:28 22-07-2012
0
სანამ პატარა იყო ეზოში ვარჯიშიდან მოსული ჩადიოდა(სახლის წინ იყო მოედანი) და სხვადასხვა მოძლრაობებს ამუშავებდა, ერთი და იგივეს,მარტო, ასობით იმეორებდა ერთი და იგივეს...ცხადია ნიჭი, ნიჭია,მაგრამ დაუღალელად ამუშავებდა ამა თუ იმ მოძრაობას.
Jigaro
02:36 23-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული