გიორგი ქინქლაძე პრემიერლიგის ლეგენდარულ ფეხბურთელებს შორის დაასახელეს

AutoSharing Option
ინტერნეტსაიტმა givemefootball-მა პრემიერლიგის ტოპ-კლუბების ლეგენდარული ფეხბურთელები გამოარჩია და მათ შორის გიორგი ქინქლაძეც მოხვდა.

ინტერნეტსაიტმა აღნიშნა, რომ ამ სიაში არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ სამაგალითო საქციელითა და ფანებისა და კლუბის მიმართ ერთგულებით განსაკუთრებით გამორჩეული ფეხბურთლები მოხვდნენ.

ალბათ ეს არის მიზეზი, რომ "მანჩესტერ სიტიდან" ამ სიაში მხოლოდ ყოფილი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 1996 წელს, როდესაც "სიტი" პრემიერლიგიდან გავარდა, ქინქლაძემ გუნდს უერთგულა და ქვედა ლიგაში გადაჰყვა.

"ის საოცრებებს აკეთებდა და "მეინ როუდის" საყვარელი ფეხბურთელი გახლდათ. მან 3 სეზონი გაატარა "სიტიში" და კლუბში
დიდი სახელი დატოვა", - წერს ხსენებული საიტი.

ქინქლაძის გარდა, სიაში არიან: ტონი ადამსი, დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი, რაიან გიგზი, კრიშტიანო რონალდო, როი კინი, ლედლი კინგი, იურგენ კლინსმანი, სტივ ჯერარდი, რობი ფაულერი, ჯანფრანკო ძოლა, ჯონ ტერი...
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოხ როგორ გული მტკივა გიოს გახსენებაზე , განა რამდენიხანი ითამაშა და რა სახელი დატოვა , ბოლომდე რომ მისწოლოდა მიმიქარავს მესი და რონალდუ..............
ბესო65
13:39 23-07-2012
0
ფეხბურთელი ლეგენდა! ქართული ფეხბურთის უდაო გენიოსი. ყოველთვის გული მტკივა როცა მახსენდება რომ თავისი პოტენციალი და ნიჭი ბოლომდე ვერ განავითარა და გამოიყენა. გიორგი ქინქლაძეს რომ გაეგრძელებინა იგივე დონის თამაში,ეხლა იქნებოდა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა.
SHARK
09:28 23-07-2012
0

სიახლეები პოპულარული