ბოლნისის "სიონის" გამარჯვება შეკრების წინ

AutoSharing Option
"სიონმა" ურეკულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა - საგურამოს ბაზაზე თბილისის "ლოკომოტივს" ეწვია და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ორივე გოლი შეხვედრის პირველ ტაიმში გავიდა და თავი ორივეჯერ ბოლნისელთა ახალწვეულებმა გამოიჩინეს - მე-13 წუთზე ანგარიში გიორგი მანწკავამ გახსნა, 42-ეზე კი "ლოკომოტივის" კარი გიორგი ჭედიამ დალაშქრა.

"სიონის" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ბობღიაშვილი, ორბელაძე, სვანიძე, ქემოკლიძე, ხუბუა, ჭედია, ნემსაძე, მანწკავა, ფეიქრიშვილი, ჭანკოტაძე, რ. ჯიქია.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ლობჟანიძე, უგულავა, ქუცურუა, მაჭავარიანი, გ. ოქროპირიძე, ხურციძე, ჯოჯუა.

"სიონი" ურეკში 23 ივლისს გაემგზავრება და იქ
4-5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული