ფოთის "კოლხეთი" ვასილ ღუჭაშვილით გაძლიერდა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. დავით მახარაძის გაწვრთნილ გუნდში სასელექციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

"კოლხეთმა" საკმაოდ ბევრი საკონტროლო მატჩი ითამაშა და მწვრთნელსაც ჰქონდა იმის კარგი საშუალება, რომ მოთამაშეები შეერჩია დამდეგი სეზონისთვის.

23 ივლისიდან "კოლხეთი" ურეკში დაბინავდება. ფოთელებმა გურიის ამ დაბაში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა უკვე გამართეს და იქაურობას შეჩვეულებიც არიან.

მახარაძემ ურეკში 28 ფეხბურთელს მოუყარა თავი: მიქაბერიძე, ხარშილაძე, ბუბუტეიშვილი, კილასონია, იობაშვილი, ცხვიტარია, გაბუნია, წაბრია, ცხადაია, კობერიძე, ქებაძე, პავლიაშვილი, კვანტალიანი, გოგონაია, ბარამიძე, ქორჩილავა, კაკულია, ბაგაშვილი, მოსიაშვილი, ბუხაიძე, ხომასურიძე, ჩალაძე, ჩხეტიანი, ღუჭაშვილი, დათუნაიშვილი,
ფარულავა, მეგრელიშვილი, ტყეშელაშვილი.

ფოთელთა გუნდში ყველაზე საინტერესო სატრანსფერო სიახლე, ალბათ, ვასილ ღუჭაშვილის გამოჩენაა. ის ძალიან თავისებური ფეხბურთელია. თითქოს არაფერი აკლდა, ძალიან წინ რომ წასულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

ღუჭაშვილი გულშემატკივარს თბილისის "ვიტ ჯორჯიადან" უნდა ახსოვდეს - სწრაფი, აგრესიული, კარგი აღნაგობის, ჩინებული ფიზიკური მონაცემებით დაჯილდოებული თავდამსხმელი, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ.

ღუჭაშვილმა ვერ მოახერხა საქართველოს ჩემპიონატში ბევრი გოლის გატანა. "ვიტ ჯორჯია" კი მაშინ ერთ-ერთი მოწინავე გუნდი იყო საქართველოში და შიდაკონკურენციაც იქ მაღალი გახლდათ. ღუჭაშვილისა და "ვიტ ჯორჯიას" გზები გაიყარა.

ფეხბურთელმა უცხოეთში სცადა კარიერის გაგრძელება. ლატვიური "დინაბურგი", მოლდოვური "დაჩია" და "ზიმბრუ" - ამ ყველაფრის შემდეგ ღუჭაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ახლა "კოლხეთში" მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება.

ღუჭაშვილი 27 წლის გახლავთ. ფორვარდისთვის საჭირო არაერთი კარგი თვისება აქვს, მათ შორის, მაღალ ბურთზე ბრძოლის უნარი. ვნახოთ, როგორ გააძლიერებს მახარაძის გუნდს ეს თავდამსხმელი...

ღუჭაშვილი კოლხეთში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაას მიყვარხარ უზომოდ და გბალეშიკობ საყვარელოოო :*
lilu
01:42 26-07-2012
0
ამის ადრე ბმვ ყავდა და სერია და ნომერი ქონდა sex-888. თუ ვიტყუები მე ვიყო ქათამი :)
kaxa
15:46 23-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული