დავით გამეზარდაშვილი - ქუთაისის "ტორპედოდან" "ზუგდიდში"

AutoSharing Option
იმ ზუგდიდურ გუნდს, რომელიც წინა სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, "ბაია" ერქვა, მომავალი სეზონისთვის კი უმაღლეს ლიგაში "ზუგდიდი" ითამაშებს, რომლის კონსულტანტად ოთარ გაბელია დაინიშნა.

23 ივლისს "ზუგდიდი" თურქეთში მიემგზავრება, სადაც ათდღიანი შეკრება ექნება. ზუგდიდელები სამთო კურორტ კარტეპეში დაბინავდებიან და სავარაუდოდ, ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ: 25, 28, 30 ივლისს და 2 აგვისტოს.

"ზუგდიდი" რამდენიმე ახალწვეულით რომ გაძლიერდა, ადრეც გაუწყეთ. გამოცდილი მცველი სევასტი თოდუა, კამერუნელი მცველი ბოიომო, მარჯვენა მცველი დაჩი ფოფხაძე, დისკვალიფიკაციამოხდილი როინ ონიანი, ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე, "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე, "გაგრადან"
წასული შემტევი გიორგი გაბედავა...

"ზუგდიდშია" ზაზა ჯანაშიას ძმა ზამირიც. მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნდა 19 წლის ზვიად სიხარულია, ვისაც კონტრაქტი ჰქონდა დასრულებული ზუგდიდურ კლუბთან და სხვაგან აპირებდა მოწყობას.

ახლახან "ზუგდიდში" კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი მივიდა - ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი კაპიტანი, 30 წლის დავით გამეზარდაშვილი.

ერთი სიტყვით, შეცვლილ ზუგდიდურ კლუბში საკმაოდ კარგ კონტინგენტს ასევე საკმაოდ გამოცდილი კადრები დაემატნენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, "ზუგდიდი" მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდებს ბევრ ქულას დააკარგვინებს, ან იქნებ მათ მარაქაშიც გაერიოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგია, ზუგდიდი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ფაქტიურად ჩიხში ვცხოვრობთ და ფეხბურთი გვიხალისებს ცხოვრებას.
nika
16:00 23-07-2012
0
მშვენიერია, თუ ასე გაგრძელდა და ზამთრის შესვენებაზეც თუ გაძლიერდა გუნდი ,მაღალი მიზნებისთვის შეიძლება ბრძოლა;-)
0

სიახლეები პოპულარული