ტყეშელაშვილმა "გაგრაში" 221 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, ორი ევროპის ლიგაზეც და 30 გოლი გაიტანა, მათ შორის, ფამაგუსტას "ანორთოსისთან" განმეორებით შეხვედრაშიც, მაგრამ სერიოზული ტრავმაც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ტყეშელაშვილი "გაგრაში" მისი დაარსების დღიდან ირიცხებოდა. გუნდის კაპიტანი კი გუნდში ანატოლი პისკოვეცის მოსვლის შემდეგ გახდა.
26 წლის ცენტრალურმა მცველმა სხვა კლუბში მხოლოდ ორი სეზონი ითამაშა - იჯარის პერიოდში თბილისის "მერანისა" და ცხინვალის "სპარტაკის" ფორმები მოირგო.
გიორგი ტყეშელაშვილი 2011 წლის
"გაგრას" ვებგვერდის ცნობით, ტყეშელაშვილს საქართველოს პრემიერლიგის ერთ-ერთი გუნდი იწვევს, მაგრამ სახელი დაკონკრეტებული არ იყო. დავინტერესდით და გვითხრეს, რომ გიორგი ფოთის "კოლხეთში" გადავიდა.
ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა:
"ფოთში დღეს ჩამოვედი და გუნდთან ერთად ვივარჯიშე. წესით, კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი უნდა იყოს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ჯერ არ მილაპარაკია და არც ხელშეკრულებაზე მომიწერია ხელი".
ტყეშელაშვილი კოლხეთში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"