"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს: საჯარიმოში ვალერი ბოლქვაძემ რამდენიმე მცველი ჩამოიცილა და ზუსტადაც დაარტყა - 1:0.
პირველი ტაიმის ბოლოს ქუთაისელთა კარიდან 5 მეტრის მოშორებით დანიშნული თავისუფალი დარტყმის შემდეგ ბურთი სამირ კულიევმა კარში გააგზავნა - 1:1.
მეორე ტაიმში ქუთაისელთა რიგებში პირველად ითამაშეს ცენტრალურმა მცველმა გიორგი გაგნიძემ და დუბლებიდან დაწინაურებულმა თავდამსხმელმა გია ღვიტიძემ.
"ტორპედოს" შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია - 1:1.
აზერბაიჯანელები მოედანზე
ტორპედო-ყარადახი 1:1
"ტორპედო": ქვილითაია (71. კუპატაძე) - რიგვავა (46. იოსელიანი), კვახაძე (73 ტაბატაძე), ჭელიძე, გურული (46. შერგელაშვილი) - დოლიძე (46. კუხიანიძე), ფირცხალავა, ბოლქვაძე (58. ღვიტიძე), გრიგალაშვილი, დათუნაიშვილი (46. გიგაური) - საბანაძე (71. გაგნიძე)
გია გეგუჩაძე ახალწვეულს აკვირდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"