ქუთაისის "ტორპედომ" აზერბაიჯანის პრემიერლიგის დებიუტანტს ვერ მოუგო

AutoSharing Option
23 ივლისს ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ სტადიონზე ამხანაგურად ითამაშა ლოკბატანის "ყარადახთან", რომელმაც წელს პირველად მოიპოვა აზერბაიჯანის პრემიერლიგის საგზური.

"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს: საჯარიმოში ვალერი ბოლქვაძემ რამდენიმე მცველი ჩამოიცილა და ზუსტადაც დაარტყა - 1:0.

პირველი ტაიმის ბოლოს ქუთაისელთა კარიდან 5 მეტრის მოშორებით დანიშნული თავისუფალი დარტყმის შემდეგ ბურთი სამირ კულიევმა კარში გააგზავნა - 1:1.

მეორე ტაიმში ქუთაისელთა რიგებში პირველად ითამაშეს ცენტრალურმა მცველმა გიორგი გაგნიძემ და დუბლებიდან დაწინაურებულმა თავდამსხმელმა გია ღვიტიძემ.

"ტორპედოს" შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია - 1:1.

აზერბაიჯანელები მოედანზე
ყოველგვარ ზღვარს გადადიოდნენ. ერთ-ერთი ასეთი უხეშობის შემდეგ გიორგი კუხიანიძე დაშავდა.

ტორპედო-ყარადახი 1:1
"ტორპედო": ქვილითაია (71. კუპატაძე) - რიგვავა (46. იოსელიანი), კვახაძე (73 ტაბატაძე), ჭელიძე, გურული (46. შერგელაშვილი) - დოლიძე (46. კუხიანიძე), ფირცხალავა, ბოლქვაძე (58. ღვიტიძე), გრიგალაშვილი, დათუნაიშვილი (46. გიგაური) - საბანაძე (71. გაგნიძე)

გია გეგუჩაძე ახალწვეულს აკვირდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროდ აზერებაიჯანელების დონე მოგვენატრება 3-4 წლის მერე აუ რა ზესტაფონი თავი მოსჭრა საქართველოს რა ნეტა დინამოს მოეგო დინამო არ არცხვენს ქართულ სახელს საქართველოში თავს იგიჟებენ ზესტაფონები ტორპედოები და უცხოელებთან საჯდომი არ აქვთ მოიგონ ესაა ქართული ფეხბურთის დონე ოხხხხხხხხხ
0
არ ვამბობ რო ქართული გუნდები გულაობენ მაყუთში მარა ზურიკო 1974-ს ვეუბნები, რა ქნას ზესტაფონმა? მათემატიკა მეც არ მისწავლია მაინცდამაინც მაგრამ ერთი მითხარი შენი აზრით რა დაუჯდება ერთი დღე კოკაიას ზესტაფონის გუნდის შენახვა???!!!! ათასობით ძმაო და იქ მარტო კოკაია ვერ უშველის ჩვენ არეულ საქმეს... საქმე ზემოდან ,,ყროლდება'' რაა და ცოტა აზრზე უნდა მოვიდეთ გულშემატკივრები, მარტო ერთი კაცია ცოდვაა ამ არეულობაში გაიკიცხოს... ,,გაიტისკოს""
ლლლ
02:57 25-07-2012
0

სიახლეები პოპულარული