დუშან უჰრინი: "ფენერბახჩესთან" ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
დინამოელებმა სლოვენიურ შეკრებაზე მორიგი სპარინგი თურქეთის ყველაზე პოპულარულ და ტიტულოვან კლუბთან, "ფენერბახჩესთან" ფრედ, 0:0 დაასრულეს.

მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრის შესახებ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა და "დინამოს" ფეხბურთელებმა გიორგი ლორიამ და ლევან ხმალაძემ გააკეთეს.

დუშან უჰრინი: "პირველ ტაიმში, ფაქტობრივად, 15 წუთის შემდეგ დავიწყეთ თამაში. ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და არ მინდა ვინმე გამოვყო. ეს, უბრალოდ, მოსამზადებელი შეხვედრა იყო და შეიძლება წაგვეგო ან მოგვეგო კიდეც.

საინტერესო და რთული თამაში იყო. შეხვედრის ბოლო 20 წუთი ბევრად უკეთ ჩავატარეთ. პირველ ნახევარში უფრო ნელა
ვმოქმედებდით. "ფენერბახჩეს" ძალის გათვალისწინებით, კარგი შედეგი იყო, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს".


გიორგი ლორია: "კარგი სპარინგი იყო. ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება და მწვრთნელმა დაინახა ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოჩნდა, სად გვჭირდება გაძლიერება. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და შედეგი, ალბათ, ჩვენთვის უფრო მისაღები გახლდათ".

ლევან ხმალაძე: "სეზონისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის და ასეთ დროს მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხიც და შედეგიც.

კარგია, რომ შეკრებაზე ძლიერ მეტოქეებთან გვიწევს თამაში. მსგავსი შეხვედრები საჭირო კონდიციების მიღწევაში და გამოცდილების თვალსაზრისითაც ძალიან გვეხმარება.

მეტოქის ძალიდან გამომდინარე, ცხადია, თამაშით გვაჯობეს, მაგრამ ვცდილობდით არაფერი დაგვეთმო და ვფიქრობ, შედეგით არ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო".


fcdinamo.ge


ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" პროგრესი - საპატიო ფრე თურქულ გრანდთან [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული