”ვიტ ჯორჯია” თურქეთის მეორე ლიგის გუნდს უგოლოდ დაშორდა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი "ვიტ ჯორჯია" იქაურ რანგით მეორე ლიგის ბინადარ "რიზესფორს" ამხანაგურად შეხვდა და ფრედ, 0:0 ეთამაშა.

თამაში ქალაქის საუკეთესო ბაზის, "ოლუ თერმალის" მინდორზე გაიმართა.

საგოლე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მიზანს ვერც ქართველებმა მიაღწიეს და ვერც – თურქებმა.

"ვიტ ჯორჯიამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დაუშვილი - ხურცილავა, გოგიაშვილი (46. ტეტუნაშვილი), გეთიაშვილი, ღანიაშვილი (46. ჯავაშვილი) - კასრაძე (46. ზაქრაძე) - გურეშიძე, ვასაძე, ჯანელიძე, კორიფაძე (46. ჯუღელი) - ჩიმაკაძე (46. ლობჯანიძე).

"ვეტერინარები" მომდევნო სპარინგ-მატჩს 27 ივლისს გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული