"გაგრას" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში ნიგერიელი "ბეჟანა" დაეხმარება

AutoSharing Option
"გაგრამ" შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა და, სავარაუდოდ, გუნდი 1 აგვისტოს ურეკში გაემგზავრება. თუმცა, კლუბის პრესსამსახურის ცნობით, უცხოური შეკრების ორგანიზებაც არ გამოირიცხება.

მანამდე "გაგრა" მუხრანში ემზადება, 27 ივლისს კი ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს - მეტოქეს მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე არჩევს.

შეკრებაზე წამსვლელ ფეხბურთელთა ვინაობა სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ერთი რამ კი უკვე ცნობილია: შეკრებაზე გუნდს ბენჟამინ ოპეიმი ტეიდი გაჰყვება.

"გაგრაში" ამჟამად ნიგერიელები ისედაც ირიცხებოდნენ: ჯონ ჯერემია და უმარ მაგაჯი, რომელთაც "გაგრას" ფორმა ოფიციალურ შეხვედრებში არაერთხელ მოირგეს.

ბენჟამინ ტეიდი საქართველოში გაზაფხულზე ჩამოვიდა,
გუნდთან ერთად დღემდე ემზადებოდა, მაგრამ მისი განაცხადში შეყვანა ვერ ხერხდებოდა.

ახლა კი "გაგრასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალი სეზონისთვის "ბეჟანაც" (გუნდში ასე ეძახიან) "გაგრას" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარება.

გაგრაში ბეჟანა ჩაირიცხა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული