გორის "დილამ" "ორჰუსს" დამაჯერებლად მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
26 ივლისს თბილისში, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა გორის "დილასა" და "ორჰუსს" შორის.

"დილამ" შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: სკენდერი, სალუქვაძე, ონიანი, შაშიაშვილი, კვირკველია, კაშია (ბეჭვაია 27), ალადაშვილი, გოგუა, გრიგალაშვილი, ვაწაძე, გურული.

პირველ ტაიმში დანიელები ქართველებს ბევრით ვერაფრით სჯობდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს გოლის გატანა მაინც მოახერხეს. ეკერსლის დარტყმული ბურთი "დილას" მეკარემ უხეიროდ მოიგერია, რის შემდეგაც ის კარში შეგორდა. უეფას ოფიციალურმა საიტმა ეს გოლი სკენდერს ავტოგოლად ჩაუთვალა.

62-ე წუთზე გორელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლი თავური დარტყმით
მათე ვაწაძემ გაიტანა.

70-ე წუთზე "ორჰუსის" ქართველმა ფორვარდმა დავით დევდარიანმა გორელებს საქმე კინაღამ გაურთულა. დევდარიანმა ბურთი გორელთა საჯარიმოში მოიხელთა, სალუქვაძეს აჯობა და კარში ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა. ბურთი სკენდერის კარს ზემოდან გადასცდა.

75-ე წუთზე გორელები წინ გავიდნენ. მარჯვენა ფლანგიდან კვირკველიას საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს "ორჰუსის" კარში ადგილი შაშიაშვილმა მიუჩინა.

83-ე წუთზე მოდებაძის გადაცემის შემდეგ ვაწაძემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გორის "დილა" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ "ანორთოსისსა" და ესტონურ "ლევადიას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში კვიპროსელებმა "ლევადია" სტუმრად 3:1 დაამარცხეს და შესაბამისად, გორელთა სავარაუდო მეტოქეებად მიიჩნევიან.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 31ივლისს/1 აგვისტოს და 7/8 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგუა ერთერთი საუკეტესი იყო
zaza
21:12 26-07-2012
0

სიახლეები პოპულარული