რუსთავის "მეტალურგი" პლზენის "ვიქტორიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
26 ივლისს ჩეხეთის ქალაქ პლზენში ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, სადაც "ვიქტორიამ" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 

რუსთაველთა კარში პირველი გოლი მე-7 წუთზე მიხაილ დიურიშმა გაიტანა. სამი წუთის შემდეგ კი ქართველები ვლადიმირ დარიდამ დაამწუხრა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი საქართველოში "ვიქტორიას" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. გამომდინარე აქედან, "მეტალურგმა" ჩეხურ გუნდთან ორი შეხვედრის ჯამში 5:1 წააგო და ევროპის ლიგას გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაზე ძლიერი მეტოქე,რუსთავს შეხვდა
datukela
06:34 27-07-2012
0
sxva rom shexvedrodo moigebda naklebad savaraudoa fexburti nulis donezea
dato
08:55 27-07-2012
0

სიახლეები პოპულარული