თბილისის "დინამომ" სლოვენიაში ბულგარულ "ბაროეს" მოუგო

AutoSharing Option
ვიდეო
სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მორიგ საკონტროლო შეხვედრაში ბულგარულ "ბეროე სტარა ზაგორას" 2:1 მოუგო.

თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა 19 ფეხბურთელი ათამაშა, გიორგი ლორია, გიორგი თექთურმანიძე, გიორგი რეხვიაშვილი, ირაკლი ძარია, ლევან ხმალაძე და გიორგი სეთურიძე კი დაასვენა.

25-ე წუთზე, მიკელ ალვაროს შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ოთარ ხიზანეიშვილმა თავით კარგად ითამაშა და ბურთი გიორგი პაპავას დაუგდო, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა - 1:0.

46-ე წუთზე საჯარიმოში რობერტინიო ლამაზი ფინტით შეიჭრა. მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, ჯაბა ჯიღაურმა ალბერტ იაგუე მოძებნა, რომელმაც კარის
ხაზიდან ანგარიში 2:0-მდე გაზარდა.

65-ე წუთზე კონტრშეტევაზე "ბეროეს" თავდამსხმელმა ელიო მარტინსმა ანგარიში შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

დინამო-ბეროე 2:1 (იხილეთ ვიდეო)
1:0 პაპავა (25), 2:0 იაგუე (46), 2:1 მარტინსი (65).
დინამო: სეფიაშვილი (46. ზარქუა), ტვილდიანი, ხიზანეიშვილი (77. კვარაცხელია), გველესიანი (64. კაკუბავა), გლიშიჩი, პაპავა, თარხნიშვილი (61. მერებაშვილი), ალვარო (77. ჩისკო), რობერტინიო (61. კოტო), ჯიღაური (64. პარუნაშვილი), იაგუე (68. ვოსკობოინიკოვი).

"დინამო" შეკრებაზე ბოლო მატჩს 28 ივლისს პოლონურ "გურნიკთან" გამართავს.

დინამომ ბეროეს მოუგო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" პროგრესი - საპატიო ფრე თურქულ გრანდთან [+VIDEO]
თბილისის "დინამოს" პოლონურ "იაგელონიასთან" მატჩი ჩაეშალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული