ფოთის "კოლხეთმა" აზერბაიჯანულ "ყარადაღს" აჯობა

AutoSharing Option
ურეკში შეკრებაზე მყოფმა ფოთის "კოლხეთმა" მშობლიურ ქალაქში ისტუმრა აზერბაიჯანული "ყარადაღი" და 82-ე წუთზე ვალერი იობაშვილის მიერ თავურით გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ფოთელთა შემადგენლობა ასეთი გახლდათ: მიქაბერიძე, მეგრელიშვილი, ფარულავა, ტყეშელაშვილი (35. ცხვიტარია), გაბუნია, გოგონაია, პ. დათუნაიშვილი, ქებაძე, პავლიაშვილი, ჩალაძე, კვანტალიანი.

მეორე ტაიმში ამათ ითამაშეს: ბუბუტეიშვილი, ჩხეტიანი, იობაშვილი, ქორჩილავა, ცხადაია, კობერიძე, ხომასურიძე, ბაგაშვილი, წაბრია, ბუხაიძე, მოსიაშვილი.

ფოთელთა რიგებში არ უთამაშია ვალერი ღუჭაშვილს, ვისაც მცირე ტრავმა აწუხებს. "კოლხეთის" ეს ახალწვეული ჯერ ისედაც არ არის ოპტიმალურ ფორმაში და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

მომდევნო
საკონტროლო მატჩს დავით მახარაძის გაწვრთნილი გუნდი 27 ივლისს ქუთაისში ითამაშებს, "ტორპედოსთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული