გიორგი ბერიაშვილი ტორპედოელი გახდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრესატაშის, რამაზ ჩხიკვაძის ცნობით, კლუბმა გიორგი ბერიაშვილი დაიმატა.

"ტორპედომ" 25 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტი ოფციონით (1+1) გააფორმა.

გიორგი გუნდს 28 ივლისიდან შეუერთდება. თავდამსხმელმა კარიერის დიდი ნაწილი თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" გაატარა, სადაც 2010 წლამდე ითამაშა. მერე რუსთავის "მეტალურგში" გამოდიოდა (15 მატჩში 2 გოლი), 2011 წლიდან კი კარიერა აზერბაიჯანის ჩემპიონატში თოვუზის "თურანში" (24 მატჩი, 4 გოლი) გააგრძელა.

კლუბის ხელმძღვანელობამ "უბიცას" (ბერიაშვილის მეტსახელია) გაშვება შარშან მოინდომა. მერე აზერბაიჯანელებმა პოზიცია შეიცვალეს, მაგრამ მაისში სეზონი დასრულდა და გიორგიმ კლუბი თავად დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული