ვიტ ჯორჯია: დაუშვილი - ხურცილავა, გოგიაშვილი, გეთიაშვილი, ღანიაშვილი - კასრაძე, გურეშიძე - კორიფაძე (71. ჯუღელი), ვასაძე, ზაქრაძე (46. ლობჯანიძე) – ჩიმაკაძე.
თურქულ შეკრებაზე მყოფი "ვიტ ჯორჯია" მეორე საკონტროლო შეხვედრაში თურქეთის პირველი ლიგის ბინადარ "ქართალსფორს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
როგორც ვეტერინართა ოფიციალური ვებგვერდი გვატყობინებს, მატჩი "ქართალსფორის" შეტევებით დაიწყო. მე-19 წუთზე თურქებმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით, რის შემდეგაც "ვიტ ჯორჯია" გააქტიურდა და რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი გააფუჭა.
შემდეგ შეხვედრას "ვიტ ჯორჯია" დღეს გამართავს "ბოლუსფორის" მეორე შემადგენლობასთან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური