ერთი მათგანი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვალერი გაზაევი გახლდათ, რომლის ხელმძღვანელობითაც 2005 წელს მოსკოვის ცსკა უეფას თასის მფლობელი გახდა. მის გვერდით 1995 წლის რუსეთის ჩემპიონად აღზევებული "ალანიას" ბევრი ცნობილი წევრი იყო - ვოვა გუცაევი, ომარ თეთრაძე, მურთაზ შელია.
გაზაევი ადრე თბილისის ხშირი სტუმარი გახლდათ, ნახევარი წელი თბილისის "დინამოშიც" ითამაშა, "ალანიაში" მუშაობის დროს კი ვლადიკავკაზური კლუბი ლამის საქართველოს ნაკრების საბაზო კლუბად აქცია.
თუმცა, მოსკოვის ცსკა რომ ჩაიბარა, თანამშრომლობა შეწყდა და მხოლოდ 2011
თბილისში ბოლოს 2003 წლის 30 აპრილს გვესტუმრა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდი 1:0 დაამარცხა.
ვალერი გეორგიევიჩს "დილა"-"ორჰუსის" შეხვედრის დასრულებისთანავე გავესაუბრეთ, რადგან შევიტყვეთ, რომ საგანგებოდ მათე ვაწაძეზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა.
მათე მატჩის გმირი გახდა - "ორჰუსს" დუბლი შეუსრულა, ჯამში კი, დანიელთა კარში გატანილი 4 გოლიდან 3 მიითვალა და წესით, გაზაევზე ურიგო შთაბეჭდილება არ უნდა დაეტოვებინა. მაგრამ აჯობებს, "ალანიას" პრეზიდენტის კომენტარს თავად გაეცნოთ.
- თბილისში შემთხვევით არ გვესტუმრებოდით.
- რა თქმა უნდა. მიხარია, დიდი ხნის შემდეგ თბილისში რომ ჩამოვედი, აქ უამრავი მეგობარი მყავს. თანაც, შეხვედრის ნახვაც მსურდა. დასამალიც არაფერია, ერთ მოთამაშეს ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, რა დონის ფეხბურთელია, რეალურად შეუძლია თუ არა "ალანიას" გაძლიერება.
- ვიცით, რომ მათე ვაწაძეს აკვირდებოდით.
- ნუ, ვაკვირდებოდი... გილოცავთ გამარჯვებას.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- როგორი? დუბლი შეასრულა.
- ანუ, მისი ტრანსფერი რეალურია?
- ჯერ ვერაფერს გეტყვით.
- იყო ლაპარაკი ლაშა სალუქვაძისა და გოჩა ხოჯავას გადასვლაზეც.
- სხვას ვერაფერს მოგახსენებთ.
"ალანიაში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი მათე ვაწაძესაც ჩამოვართვით.
- მათე, "ალანიაში" გადასვლა გადაწყვეტილია?
- არ ვიტყვი, რომ არაფერი მსმენია, რაღაც ლაპარაკი არის, მაგრამ პირადად მე არავინ დამლაპარაკებია.
- ისიც გვითხრეს, რომ ერთ-ერთ რესტორანში გაზაევს მოსალაპარაკებლად უნდა შეხვდეთ.
- დიახ, მოლაპარაკება იქნება, მაგრამ მას ჩემი მენეჯერი მამუკა ჯუღელი დაესწრება.
- ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, "ანორთოსისთან" ითამაშებ თუ მანამდე წახვალ?
- შემდეგ ეტაპზე აუცილებლად "დილაში" ვითამაშებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ოდნავ თავი წამოყო და უკვე გაქცევაზეა!
კარგი ხელფასი გაქვს, თამაშობ, წინ მიიწევ, ითამაშე სამშობლოში რა, მაინც და მაინც ლეგიონერი უნდა გერქვას?
ვლადიკავკაზის ალანიის დე..ც არ მოვ...ნ?!