ამხანაგური მატჩი. ტორპედო-კოლხეთი 1:1

AutoSharing Option
27 ივლისს, ქუთაისის "ტორპედომ" 2012-2013 წლების ეროვნული სეზონის სამზადისზე მორიგი სატესტო მატჩი შინ გამართა, ცენტრალურ სტადიონს ურეკში შეკრებაზე მყოფი ფოთის "კოლხეთი" ეწვია.

"ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობაში გულშემატკივართათვის მოულოდნელი იყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე მყოფი ირაკლი ხუციძის გამოჩენა, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად ქუთაისური გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნა, მას შემდეგ კი იგი ს/კ "გაგრაში" თამაშობდა.

მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში "ტორპედოში" რამდენიმე ცვლილება მოხდა, მოედანზე ახლადშესულებში იყო გუნდში 26 ივლისს ჩარიცხული გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც თამაშის 53-ე წუთზე საბანაძის კარგი
გადაცემა შეირგო და ანგარიში გახსნა - 1:0.

ოც წუთში სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში დაბალი ტრაექტორიით შეგდებულ ბურთს ამირან წაბრია დახვდა, შეუჩერებლივ დარტყმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ტორპედოელებს მეტი საგოლე შანსი მიეცათ, ვიდრე მეტოქეს, თუმცა სახიფათო მომენტების რეალიზება ვეღარ მოხდა.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ ცენტრალურ სტადიონზე 30 ივლისს ჩაატარებს, ამჯერად მეტოქე - 4-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის "დინამო" იქნება.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული