"ვიტ ჯორჯიამ" თურქეთში "ბოლუსფორის" მეორე შემადგენლობა დაამარცხა

AutoSharing Option
ბოლუსფორი (მეორე შემადგენლობა) - ვიტ ჯორჯია 0:3
ვიტ ჯორჯია პირველ ტაიმში: სვანაძე - კალანდია, ტეტუნაშვილი, კასრაძე, ჯავაშვილი - დავლაშელიძე, ღიბრაძე, გურეშიძე - ზაქრაძე, კუხალეიშვილი, ჯუღელი.
მეორე ტაიმში: სვანაძე - ხურცილავა, გოგიაშვილი, გეთიაშვილი, ღანიაშვილი - დავლაშელიძე, ღიბრაძე, ვასაძე - კორიფაძე, ლობჯანიძე, ჩიმაკაძე.

თურქეთში შეკრებაზე მყოფი "ვიტ ჯორჯია" ადგილობრივი "ბოლუსფორის" მეორე შემადგენლობას ამხანაგურად შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა.

როგორც ქართული კლუბის ოფიციალური საიტი გვატყობინებს, ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა - ღიბრაძემ 30 მეტრიდან გაიტანა ლამაზი გოლი.

მეთექვსმეტე წუთზე ზაქრაძის პასით კუხალეიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და
მას შანსი არ დაუტოვა. თამაშის მიწურულს კორიფაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

მომდევნო სპარინგს "ვიტ ჯორჯია" 30 ივლისს გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული