ფოთის "კოლხეთმა" ურეკში აზერბაიჯანული "ქიაფაზი" დაამარცხა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" ურეკშია შეკრებაზე და მორიგი საკონტროლო მატჩი ითამაშა. ამჯერად ფოთელების მეტოქე აზერბაიჯანული "ქიაფაზი" იყო.

კოლხებმა განჯელები გრიგოლეთში, ლანჩხუთის "გურიას" ბაზაზე ისტუმრეს და 2:1 მოუგეს. "კოლხეთი" მე-10 წუთზე ჯემალ გაბუნიას გოლით დაწინაურდა. მანვე მე-40 წუთზე ავტოგოლი მიითვალა.

შეხვედრა ფოთელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და საქმე გამარჯვებამდეც მიიყვანეს - 62-ე წუთზე თავი შალვა კვანტალიანმა გამოიჩინა, ვინც "კოლხეთში" "გაგრადან" გადავიდა.

ფოთელებმა ამ შემადგენლობით ითამაშეს: მიქაბერიძე (ბუბუტეიშვილი), გაბუნია, ფარულავა (იობაშვილი), ცხვიტარია, კილასონია (ჩხეტიანი), ცხადაია, მოსიაშვილი (ბარამიძე), კობერიძე (ქორჩილავა), პავლიაშვილი (ბაგაშვილი), წაბრია (ჩალაძე), ღუჭაშვილი (კვანტალიანი).

მომდევნო
საკონტროლო შეხვედრას "კოლხეთი" 30 ივლისს ითამაშებს ურეკში მარტვილის "მერანთან", 31 ივლისს ბოლნისის "სიონს" შეხვდება, ხოლო 2 აგვისტოს - ქობულეთის "შუქურას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული