"მეტალურგიდან" ბოლო დღეებში არავინ წასულა. რაც შეეხება ახალწვეულს, გუნდში ერთი ისეთი ფეხბურთელი ვარჯიშობს, ვინც შესაძლოა, მალე "მეტალურგის" წევრი გახდეს.
20 წლის გიორგი დიასამიძე "ნორჩი დინამოელის" აღზრდილია. ბოლო ორი წელი კი დანიური "ორჰუსის" მეორე გუნდში იყო.
დიასამიძე შემტევი ნახევარმცველია, კარგი აღნაგობის (187 სმ), პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "მეტალურგის" მწვრთნელი.
რუსთაველები უახლოესი საკონტროლო მატჩის თამაშს 1 აგვისტოს აპირებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"