თბილისის "დინამოში" "ბალოტელი" გამოჩნდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. სლოვენიიდან დაბრუნების შემდეგ დიღმის ბაზაზე გუნდმა 31 ივლისს პირველი ვარჯიში ჩაატარა.

გუნდში სინჯებზე იმყოფება კოტდივუარელი ფორვარდი - ფრანსის კონე. 21 წლის თავდამსხმელი, რომლის სიმაღლეც 188 სანტიმეტრია, ბოლოს ტაილანდის PTT Rayong- ში ასპარეზობდა.

ფრანსის კონე: "როდესაც ინტერნეტში მოვიძიე მასალა "დინამოს" შესახებ, აღმოვაჩინე, რომ ძალიან მაღალი დონის, ძლიერი და ტრადიციული კლუბია, რომელსაც უამრავი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოპოვებული.

დღეს პირველი ვარჯიში გავმართე. გუნდის წევრებმა ძალიან თბილად მიმიღეს და ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია. ჩემი მხრივ, შევეცდები, საუკეთესოდ წარმოვაჩინო
თავი და გავხდე გუნდის წევრი".

აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფორვარდი გარეგნობით იტალიელ ფეხბურთელ, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ჰგავს. იმედია, კოტდივუარელი ბალოტელის არამარტო გარეგნობით, არამედ თამაშითაც დაემსგავსება.

მომზ
ადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
1/1 ბალოტელის გავს- ვაი თქვეს პატრონს
chala
11:03 02-08-2012
0
კომენტარს რატო არ მაწერინებტ სირაძემ განა რა პირობები შესტავაზა ფიფიას აქაოდა უცხოეთში ქარტველი მოთამაშეების დამატება გვინდაო და ვიგაც ზანგები ჩამოგყავთ მალადეც დინამო იმიტო ვერ იგებთ ჩემპიონატს
tijana513
22:08 31-07-2012
0

სიახლეები პოპულარული