ფოთის "კოლხეთმა" ბოლნისის "სიონთან" საკონტროლო ვერ ჩააბარა

AutoSharing Option
დამდეგი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს ფოთის "კოლხეთი", რომელმაც 31 ივლისს ურეკში მორიგი ტესტ-მატჩი გამართა ბოლნისის "სიონთან".

შეხვედრა ბოლნისელებმა მოიგეს 2:0. ანგარიში მე-3 წუთზე დავით სვანიძემ გახსნა, ხოლო მე-20 წუთზე გიორგი ფეიქრიშვილმა მეორედ აიღო ფოთელთა კარი.

"კოლხეთმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიქაბერიძე (ხარშილაძე), კილასონია, ჩხეტიანი, ცხვიტარია (ბარამიძე), გაბუნია (მეგრელიშვილი), ხომასურიძე (ბაგაშვილი), ცხადაია (მოსიაშვილი), კობერიძე (წაბრია), პავლიაშვილი, კვანტალიანი (ბუხაიძე), პ. დათუნაიშვილი (ქებაძე).

მომდევნო შეხვედრას "კოლხეთი" 2 აგვისტოს გამართავს ქობულეთის "შუქურასთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული