"ანორთოსისი" თბილისში გორის "დილასთან" სათამაშოდ ჩამოვიდა

AutoSharing Option
2 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს თასის მფლობელი გორის "დილა" კვიპროსის "ანორთოსისს" შეხვდება.

გუნდებს შორის მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება, ხოლო ბილეთის ფასი 3 ლარი იქნება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს.

რაც შეეხება "ანორთოსისს", გუნდი 1 აგვისტოს ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა საქართველოს დედაქალაქში. ისინი დაბინავდნენ სასტუმრო "ბომონდ გარდენში", სპეციალური პირები კი "თბილისი მარიოტში". გუნდის გულშემატკივრები განთავსდნენ სასტუმრო "ვარაზში".

კვიპროსული გუნდი თბილისში შემდეგი შემადგენლობით ჩამოვიდა:

მეკარეები: ბლაჟიჩი, მასტროუ, კონსტანტინუ;
მცველები: ილიჩი, ანდიჩი,
პაულუ ჟორჟე, კოლინი, ბონავენტურა სიელისი;
ნახევარმცველები: სპადაჩიო, ალექსა, ლაბორდე, ლაბანი, ოჰაიონი;
თავდამსხმელები: კალვო, რეზეკი, რონკატო, იულა, ოკასი.

მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
გორის "დილა": "ანორთოსისთან" სიფრთხილე გვჭირდება
კვიპროსელები მათე ვაწაძეს უფრთხიან და ექსტრაკლასის თავდამსხმელს უწოდებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული