დავით კვირკველია: "ანორთოსისთან" წარმატების საფუძვლიანი იმედი გვაქვს

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "დილასა" და "ანორთოსისს" შორის 2 აგვისტოს, "მიხეილ მესხზე" 20 საათზე დაიწყება და შეხვედრაზე დასასწრები ბილეთი 3 ლარი ეღირება.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ შალამბერიძესთან ერთად, ყოფილი ანორთოსისელი დავით კვირკველია გამოცხადდა.

დავით კვირკველია:
"ანორთოსისიდან" ახალი წამოსული ვარ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში კლუბში მაინც ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა და შემადგენლობა თითქმის მთლიანად განახლდა.

გუნდი ყველა რგოლში ძლიერია, განსაკუთრებული ყურადღება კი დაცვაში უშეცდომოდ თამაშს ეთმობა.

ამას გარდა, "ანორთოსისს" ჰყავს ძლიერი ინდივიდუალისტები.

რთული მატჩები გველის, მაგრამ წარმატების
საფუძვლიანი იმედი გვაქვს".


ასევე იხილეთ:
დილა VS ანორთოსისი - გამოცდილების, შეტევისა და გრილი საღამოს იმედით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული