მატჩის წინა დღეს სტუმართა პრესკონფერენციაზე "ანორთოსისს" ებრაელი მთავარი მწვრთნელი, აარონ (იგივე რონი) ლევი და ფრანგი ნახევარმცველი ვენსან ლაბანი წარმოადგენდნენ.
ქართველთა მსგავსად, სტუმრებსაც გამარჯვების იმედი აქვთ.
რონი ლევი:
- საკმაოდ სიმპათიური გუნდი გყავთ, მაგრამ ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა და ამ მიზნის განსახორციელებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.
- რა ინფორმაციას ფლობთ "დილას" შესახებ?
- ჩვენმა მზვერავმა ბევრი საჭირო
ვნახეთ, როგორც "ორჰუსთან" გამართული, ასევე სხვა მატჩების ვიდეოჩანაწერებიც და "დილას" შესახებ მაქსიმალური წარმოდგენა შევიქმენით.
- დავით კვირკველია "ანორთოსისში" თქვენი ხელმძღვანელობით თამაშობდა. როგორ დაახასიათებთ მას და რატომ დატოვა თქვენი კლუბი?
- კვირკველია ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და მის მიმართ პრეტენზიები არ მქონია, მაგრამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და ხელი არ შეგვიშლია - მის სურვილს გაგებით მოვეკიდეთ.
- ბოლო წლებში "ანორთოსისი" ევროტურნირებზე არაერთ არცთუ სახელიან გუნდთან დამარცხდა. ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად რას აკეთებთ?
- უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ უმცირეს დეტალებსაც კი. ვფიქრობ, დღეს "ანორთოსისში" უფრო დიდი კონცენტრაცია და მოტივაციაა და სწორედ ეს მაიმედებს, რომ ევროტურნირებზე წლეულს შორს წავალთ.
- შევიტყვეთ, რომ თბილისში ორი ცენტრფორვარდით თამაშს აპირებთ...
- ჩვენ ვითამაშებთ გამარჯვებისთვის.
ვენსან ლაბანი:
- საკმაოდ რთულ მეტოქეს ვეთამაშებით, თანაც გასვლაზე. ამის მიუხედავად, კარგად თამაშისა და გამარჯვების საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს.
რონი ლევი: დილაზე საკმარისი ინფორმაცია მაქვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დილა VS ანორთოსისი - გამოცდილების, შეტევისა და გრილი საღამოს იმედით