თბილისის "დინამოში" გასინჯვაზე მყოფმა ფრანსის კონემ საკონტროლო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა

AutoSharing Option
ვიდეო
სლოვენიური შეკრების შემდეგ, 1 აგვისტოს თბილისის "დინამომ" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა ქვედალიგელ "ზოოვეტთან" და, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - 5:1.

დინამო: ლორია (ზარქუა 46), სეთურიძე (ტვილდიანი 67), ხიზანეიშვილი (თარხნიშვილი 67), კვარაცხელია (გ. გველესიანი 64), რეხვიაშვილი (გლიშიჩი 46), ძარია (პაპავა 55), ხმალაძე (ჯიღაური 62), თექთურმანიძე (რობერტინიო 46), მერებაშვილი (კოტო 46), ჩისკო (იაგუე 46), კონე (პარუნაშვილი 64).

ჰეთ თრიკი შეასრულა 21 წლის კოტდივუარელმა თავდამსხმელმა ფრანსის კონემ (31,33,41), ვინც "დინამოში" ჯერჯერობით გასინჯვაზეა.

გოლით თავი გამოიჩინეს გივი კვარაცხელიამ (5)
და ბრაზილიელმა რობერტინიომაც (პენალტით,79).

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოში" "ბალოტელი" გამოჩნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული