საჩხერის "ჩიხურა" გამოცდილ ფეხბურთელებს მიენდო

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" ბოლოს საკონტროლო მატჩი ლანჩხუთის "გურიასთან" ითამაშა და 2:0 მოიგო. გოლები დავით კირკიტაძემ და ნიკა კვასხვაძემ გაიტანეს.

მომდევნო ტესტ-მატჩს "ჩიხურა" 5 აგვისტოს გამართავს ქუთაისის "ტორპედოსთან".

სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა სოლიდური შევსება მიიღო გამოცდილი ფეხბურთელების სახით. "ჩიხურაში" მივიდა 31 წლის მცველი ედიკ საჯაია, ვინც ბოლოს "ზესტაფონში" თამაშობდა. თავის დროზე საჯაიას საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.

საჩხერელთა გუნდს დაემატნენ 32 წლის ნახევარმცველი დავით დიღმელაშვილი და 31 წლის თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე - ისინი მანამდე ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდნენ.

გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი
რამეა და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ სამეულს "ჩიხურა", რომელიც წინა სეზონის დასრულების შემდეგ არაერთმა მრავალნაცადმა ფეხბურთელმა დატოვა - ლაშა ნოზაძემ, სანდრო იაშვილმა, ირაკლი ლილუაშვილმა, გოგი ფიფიამ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული