კაცნაკლული გორის ”დილა" "ანორთოსისთან” დამარცხდა

AutoSharing Option
2 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გორის "დილა" და კვიპროსული "ანორთოსისი" დაუპირისპირდნენ.

მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ორივე კართან სახიფათო მომენტების სიმწირით აღინიშნა და ლოგიკური ანგარიშით, 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები გოგუამ დააღალატა. გოგიტამ მეტოქის ფეხბურთელი უკნიდან ხელით წააქცია. ამ დროისთვის მას ერთი ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა და მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

69-ე წუთზე სტუმრებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს. ჩამოწოდებულ ბურთს ოკასმა თავი დაუხვედრა და
ისე, რომ "დილას" მცველებს მისთვის ხელიც არ შეუშლიათ, სკენდერის კარში მიუჩინა ადგილი.

გოლის გატანისთანავე "დილას" ფეხბურთელებმა სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ვერ იხეირეს. დათო კვირკველიას დარტყმული ბურთი "ანორთოსისის" გოლკიპერმა, ბლაჟიჩმა მოიგერია.

უკვე შეხვედრის დამატებულ წუთებზე ანგარიშის გათანაბრება სანდრო გურულს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან მისი დარტყმული კარს ზემოდან გადასცდა.

გორის "დილა" საპასუხო შეხვედრას კვიპროსში 9 აგვისტოს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ახლა რას იტკვიტ არ გრცხვენიატ ტქვენი გამონატქვამების?
ბეა
23:03 09-08-2012
0
ქართული ფეხბურთი საიმედო ხელშია ბაჩო ახალაიას ხელში. ქართული სპორტი კი უფრო საიმედო ხელშია, ვარძელაშვილის და უდესიანის ხელში. საქართველო კი საერთოდ სააკაშვილზე უკეთესს ვერ ინატრებდა. ყველაფერი ბედნიერად არის ჩვენს ქვეყანაში. ეს შესანიშნავი ადამიანები წარმატებულად მართავენ საქართველოს სხვადასხვა დარგებს. ერთი დაგვრჩენია სრული ბედნიერებისთვის, შუბლი გავიხვრიტოთ.
უძლევი
09:13 03-08-2012
0

სიახლეები პოპულარული