ირაკლი ხუციძე ქუთაისის "ტორპედოს" ვერ შეუთანხმდა და "გაგრას" დაუბრუნდა

AutoSharing Option
"გაგრა" სეზონისთვის მზადებას ურეკში აგრძელებს და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ შეკრებაზე გუნდის კაპიტანი ირაკლი ხუციძეც წაიყვანა.

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ხუციძე ქუთაისის "ტორპედოში" ვარჯიშობდა და თითქოს მისი საკითხი გადაწყვეტილიც იყო.

თუმცა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მიხეილ აფხაზავას თქმით, შეთანხმება არ შედგა და ხუციძე თავის კლუბს დაუბრუნდა.

"გაგრა" 4 აგვისტოს ზესტაფონში გაემგზავრება და საქართველოს ჩემპიონთან საკონტროლო მატჩს გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული