მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში გორის "დილაც" გამოჩნდა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციის (IFFHS) მორიგ საკლუბო რეიტინგში ამჯერად, სამის ნაცვლად, უკვე ოთხი ქართული კლუბია წარმოდგენილი.

რეიტინგში პირველად მოხვდა გორის "დილა", რაც არც არის გასაკვირი - საქართველოს თასის მოპოვების შემდეგ ხომ შიდაქართლური კლუბი ევროპის ლიგაზე გავიდა და იქ მეორე რაუნდი წარმატებით დაძლია.

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მწარე მარცხის მიუხედავად, საქართველოს წარმომადგენელთაგან საუკეთესო პოზიცია "ზესტაფონს" უკავია - ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი 224-ეა, თუმცაღა წინა რეიტინგში 152-ე ადგილზე იმყოფებოდა.

მას რუსთავის "მეტალურგი" მოსდევს, რომელიც 234-ედან 241-ე საფეხურამდე დაქვეითდა; "დილა" 251-ე ადგილზეა, ხოლო თბილისის
"დინამო", რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ქართულ კლუბებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, 145-ედან 394-ე ადგილამდე ჩამოვიდა.

გასაკვირი არც ეს არის - IFFHS განსაკუთრებით დიდ სარეიტინგო ქულებს ევროტურნირების მონაწილე კლუბებს არიცხავს, "დინამომ" კი ევროსარბიელზე ვერ გააღწია.

რეიტინგის საუკეთესო სამეული არ შეცვლილა, ზეათეული კი ასე გამოიყურება:

1. ბარსელონა (ესპანეთი)
2. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)
3. რეალი (ესპანეთი)
4. ბაიერნი (გერმანია)
5. ატლეტიკო (ესპანეთი)
6. ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
7. ჩელსი (ინგლისი)
8. ლიბერტადი (პარაგვაი)
9. კორინთიანსი (ბრაზილია)
10. ველეს სარსფილდი (არგენტინა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული