"ზუგდიდმა" თურქეთში ადგილობრივი "ქოჯაელისფორი" გაანადგურა

AutoSharing Option
‎უმაღლესლიგელმა "ზუგდიდმა", რომელიც თურქეთშია შეკრებაზე, მორიგ საკონტროლო მატჩში ადგილობრივი "ქოჯაელისფორი" 4:0 გაანადგურა.

როგორც კლუბის პრესსამსახურმა გვაცნობა, პირველი გოლი შეხვედრის 25-ე წუთზე გავიდა. აქუბარდია-ფოფხაძე-ეხვაიას კომბინაცია საკმაოდ ეფექტური გოლით შოთა ლომიამ დააგვირგვინა.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმი ახალი განახლებული იყო, როცა დავით ბოლქვაძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და თავისიანები ორი ბურთით დააწინაურა.

შეხვედრის მიწურულს ზუგდიდელებმა ორი ეფექტური გოლი გაიტანეს. ჯერ ნიკა აფაქიძემ ერთი შეხებით ძლიერად და ზუსტად გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, ამას კი "ზუგდიდის" ახალწვეულის, ალექსანდრე კოშკაძის არანაკლებ ლამაზი გოლი მოჰყვა.

"ზუგდიდის" შემადგენლობა კი ასეთი იყო: ძაგანია, დ. ფოფხაძე, ს. თოდუა, აქუბარდია, რ. ონიანი, ნ. შონია, შ. ლომია, ჯანაშია, ეხვაია, ფარჯიკია, ქობალია.

შეცვლაზე შევიდნენ: აფაქიძე, ბოიომო, გამეზარდაშვილი, აკობია, ხუბუა, კუტალია, დ. ბოლქვაძე, სიხარულია, კოშკაძე, წურწუმია, გაბედავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული