ნიკა საბანაძე ქუთაისის "ტორპედოში" 2016 წლამდე რჩება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ახალი კონტრაქტი გაუფორმა ფეხბურთელ ნიკა საბანაძეს. 4-წლიანი ხელშეკრულება 2016 წლის 1 აგვისტომდეა ძალაში.

ნიკას დებიუტი ეროვნულ ჩემპიონატში 2010 წლის 23 ოქტომბერს შედგა ("ოლიმპი"-"ტორპედოს" მატჩში - 0:0).

"ტორპედოს" რიგებში 21 წლის ფორვარდმა აქამდე 64 ოფიციალური შეხვედრა გამართა და 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

"ტორპედოს" მე-8 ნომერი 21-წლამდელთა ეროვნული ნაკრების წევრია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, სადაც "ტორპედო" ყაზახურ "აქტობეს" მასპინძლობდა (1:1), საბანაძე გოლით გამოირჩა.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული