"ვიტ ჯორჯიამ" თუქეთში შეკრება "ბოლუსფორთან" ზავით დაასრულა

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" თურქული შეკრება ქვეყნის პირველი ლიგის ბინადარ "ბოლუსფორთან" სპარინგით დაასრულა და 0:0 დაუზავდა.

ვეტერინართა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეხვედრა "ბოლუსფორის" საწვრთნელ ბაზაზე, კარაჩიერში ჩატარდა.

მატჩს 2 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, 40-ე წუთზე გიორგი კორიფაძის პასის შემდეგ, ბესიკ ჩიმაკაძეს რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

59-ე წუთზე რევაზ ღანიაშვილმა საჯარიმო დარტყმით ბურთი ძელს მოარტყა, 62-ეზე კი ჩიმაკაძემ არაზუსტად დაარტყა. 69-ე წუთზე ხარიხას უკვე "ბოლუსფორის" ფეხბურთელმა მოარტყა ბურთი.

ერთ ეპიზოდში კარგად ითამაშა "ვიტ ჯორჯიას" მეკარე ნიკა დაუშვილმა,
რომელმაც მეტოქის თავური დარტყმა მოიგერია. 80-ე წუთზე ლობჯანიძეს შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მატჩის ბოლო წუთზე გურეშიძის დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს.

ამით "ვიტ ჯორჯიას" შეკრება დასრულდა. მერაბ კოჭლაშვილის გუნდი თბილისში 3 აგვისტოს გამოემგზავრა.

ბოლუსფორი-ვიტ ჯორჯია 0:0
ვიტ ჯორჯია: დაუშვილი - ხურცილავა, გოგიაშვილი (81. დავლაშელიძე), ტეტუნაშვილი (46. კასრაძე), ღანიაშვილი - გეთიაშვილი, ვასაძე, გურეშიძე - კორიფაძე (61. ზაქრაძე), ჯანელიძე (61. ჯუღელი) - ჩიმაკაძე (61. ლობჯანიძე)

ნულოვანი ფრე მასპინძელთან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული