მათე ვაწაძის მოლაპარაკება "ალანიაში" გადასვლის თაობაზე მალე დასრულდება

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვალერი გაზაევი, ბოლო ორ კვირაში თბილისს მეორედ ესტუმრა.

პირველად ის ევროპის ლიგაზე გორის "დილასა" და დანიური "ორჰუსის" შეხვედრას დაესწრო, ახლა კი - "დილა"-"ანორთოსის" დაპირისპირებას.

დანიელებთან მატჩის შემდეგ გაზაევმა დაგვიდასტურა, რომ საგანგებოდ გორელთა თავდამსხმელზე, მათე ვაწაძეზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა.

მაშინ მათე მატჩის გმირი გახდა - "ორჰუსს" დუბლი შეუსრულა, ჯამში კი, დანიელთა კარში გატანილი 4 გოლიდან 3 მიითვალა. სამწუხაროდ, კვიპროსელებთან "დილამ" და მათ შორის მათემაც თავი ვერაფრით გამოიჩინეს.

თუმცა, შევიტყვეთ, რომ მოლაპარაკება ძალაშია და მალე დასრულდება. გაზაევთან
გასაუბრება ამჯერად ვერ მოვახერხეთ, თუმცა შევიტყვეთ, რომ ის "ანორთოსისის" კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველით, რიკარდო ლაბორდეთითაც დაინტერესდა, რომელმაც "დილასთან"ძალიან კარგად ითამაშა.

გაზაევი მეორედ გვესტუმრა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ექსკლუზივი - ვალერი გაზაევი: მათე ვაწაძეზე დასაკვირვებლად ჩამოვედი
მკითხველის კომენტარები / 2 /
Dანიელთა კარშI 4 კი არა 5 გოლი გავიტანეთ
Giorgi
17:38 04-08-2012
0
რა უნდა ვაწაძეს რუსეთში, მითუმეტეს, ოსურ გუნდში, მესმის, რომ სპორტი და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც არ უნდა გადააბიჯო, რაგინდ არ გიჭირდეს. რა გვჭირს ამ ქართველებს, ვინც გაგვაუბედურა და დაგვაქცია, იმათთან გავრბივართ სამუშაოდ ან ფეხბურთის სათამაშოდ. ვერ ხედავთ, რამდენი ქართული ფეხბურთელი გაგვიფუჭეს რუსეთში, აგერ ანანიძის და ყენიას მაგალითები, მანამდე კიდე რამდენი, არა, მაინც ჯიუტად ერთ და იგიგვე ქაქში უნდა ჩავაბიჯოთ :(((
ცოფიანი სპილო
20:22 04-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული